ორშაბათი იწყება შაბათს

ორშაბათი იწყება შაბათს (რუს. Понедельник начинается в субботу) — არკადი და ბორის სტრუგაცკების 1965 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი.

„ორშაბათი იწყება შაბათს“
ავტორი არკადი და ბორის სტრუგაცკები, არკადი სტრუგაცკი და ბორის სტრუგაცკი
ენა რუსული ენა
გამომცემელი დეტსკაია ლიტერატურა
გამოცემის თარიღი 1965
მომდევნო Tale of the Troika

ნაწარმოებში მოქმედება ხდება ჩრდილოეთ რუსეთის გამოგონილ ქალაქ სალოვეცში, სადაც „НИИЧАВО“-ს – ჯადოქრობისა და მისნობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა მიმდინარეობს. ამ ადგილას ყველა გულმოდგინედ შრომობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყურები უთმიანდებათ, რაც სიმბოლურად სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე მიუთითებს. იდეალისტი მეცნიერები თმიან ადამიანებს ზიზღით უყურებენ, მორალურად ყველაზე დაბალ დონეზე მყოფნი კი განადიდებენ საკუთარ თავებს და საკუთარი პოზიციის გასამართლებლად უაზრო და სასაცილო ფსევდო კვლევას ატარებენ.

რომანი სატირაა საბჭოთა კვლევითი ინსტიტუტების შესახებ. მასში სტრუგაცკები გვთავაზობენ კვლევითი სამუშაო ეთიკის იდეალისტურ ხედვას, ეს სათაურშიც აისახა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისთვის არ არსებობს შაბათ-კვირა. ამ იდეალიზმს ავტორებმა კონტრასტულად ინსტიტუტის არაკეთილსინდისიერი ადმინისტრაცია დაუპირისპირეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება