ორნამენტიკა
ორნამენტიკა (ლათ. ornamentum — „სამკაული“) — შედარებით მოკლე გრძლიობის ბგერები, რომელიც ერთვის მთავარ მელოდიურ ხაზს მელოდიის შესამკობლად. ორნამენტიკაში შედის სხვადასხვა სახის პასაჟები, ტირატები, ფიგურაციები, ფიორიტურები. ორნამენტიკის სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ტრემოლი, ვიბრატო და სხვა. ორნამენტიკის მეშვეობით მელოდიური ხაზი უფრო დეტალიზებულია, გამსჭვალულია ექსპრესიით, ბგერები ერთიმეორეში მდოვრედ გადადიან. მორთულობები აღინიშნება სპეციალური ნიშნებით ან იწერება წვრილი ნოტებით. ორნამენტიკა ფართოდ განვითარდა ფრანგულ საკლავესინო მუსიკაში. ვოკალური ორნამენტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება იტალიურ ოპერას.
ორნამენტიკა დამახასიათებელია ქართული ხალხური სიმღერისათვის განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლ-კახურ „გრძელ“ სუფრულებსა და ურმულებში), სადაც იგი წარმოადგენს მელოდიური ბგერის შემამკობელ, ინტონაციურად აქტიურ ელემენტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 582.