ორმაგი მემკვიდრეობის თეორია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ორმაგი მემკვიდრეობის თეორია}} |
ორმაგი მემკვიდრეობის თეორია — XX საუკუნის II ნახევარში განვითარებული თეორია, რომელიც ადამიანის ქცევებს ხსნის, როგორც შედეგს მისი გენეტიკური და კულტურული მემკვიდრეობის ფაქტორების ურთიერთქმედებისა. თეორია ადამიანის ეპიგენეტიკას უშუალოდ უკავშირებს როგორც მის გენომს, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც სუბიექტი პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით იღებს საზოგადოებისგან. თეორია კულტურულ ევოლუციას უქვემდებარებს დარვინისეულ ბუნებრივ გადარჩევას. მისი მიხედვით, კულტურა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა გარემოსადმი ადაპტაციურად და გადაირჩეოდა.
თეორია კულტურას არ მიიჩნევს ზებუნებრივ კატეგორიად და მას ადამიანური გონების მონაპოვრად განიხილავს. სოციალიზაციის პროცესში იგულისხმება ინდივიდის მიერ დაბადების შემდგომ შეძენილი ქცევები სხვა ინდივიდებისგან. ქცევების მიღება ძირითადად იმიტაციით ხდება, თუმცა არ გამორიცხავენ ცნობიერ შესწავლასაც. სოციალიზაციის პროცესში თავს იჩენს კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის გარკვეული თავისებურებები, რომლებიც გულისხმობს ინდივიდის მიერ მიღებულ ინფორმაციებს შორის გაკეთებულ არჩევანს. შესაბამისად გამოიყოფა პირდაპირი, არაპირდაპირი და სიხშირითი გადახრა. სოციალიზაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია შეიძლება დახარისხდეს მისი შინაარსის, ავტორისა და პოპულარობის მიხედვით. ორმაგი მემკვიდრეობის თეორია არის კულტურისა და გენეტიკის მიმართების ახლებური გააზრება, რომელიც მათ თანაბარ პირობებში აყენებს. განსხვავებით ევოლუციური ფსიქოლოგიისა, ორმაგი მემკვიდრეობის თეორია კონკრეტული ქცევის შესწავლას არ ახდენს მხოლოდ ადაპტაციურობის ჭრილში, ის კულტურულ და გენეტიკურ ბუნებრივ გადარჩევაზე თანაბრად საუბრობს.[1]
თეორიის განმარტება
რედაქტირებაორმაგი მემკვიდრეობის თეორია გულისხმობს ადამიანის ქცევების ახსნას ორი უმთავრესი ფაქტორის: სოციალური და გენეტიკური კატეგორიების გაანალიზებით. თეორია წარმოადგენს ადამიანის ქცევის შესახებ არსებული მრავალი ჰიპოთეზის, ემპირიული მასალისა და მონაცემების განზოგადებასა და სამ პოსტულატად წარმოდგენას:
- გენებიცა და კულტურაც მემკვიდრული ფენომენებია, რომელთა ევოლუცია წარიმართება ბუნებრივი გადარჩევის მიერ. კულტურული მახასიათებლები გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, მსგავსად გენეტიკური კოდისა ჩვენი ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ქცევის შესახებ, შესაბამისად ის განსხვავდება ადამიანებს შორის. კულტურული მახასიათებლები ყალიბდება შესაბამისი გარემოს საპასუხოდ, და იგი იცვლება გარემოს ცვლილების შესაბამისად მსგავსად გენეტიკური მახასიათებლებისა.
- რადგან გენეტიკური და კულტურული მახასიათბლების მემკვიდრეობით გადაცემის მექანიზმი განსხვავდება, ერთიდაიმავე ინდივიდის ფენოტიპური მდგომარეობა თანაბრად ვერ უზრუნველყოფს ამ ორივე ფაქტორის გავრცელებას. ფენოტიპი, რომელიც უფრო მეტად კულტურის გავრცელებაზეა ორიენტირებული, განსხვავდება ფენოტიპისგან, რომელიც გენეტიკურ მემკვიდრეობას უფრო მძლავრად გადასცემს. შესაბამისად ინდივიდის გარეგნული გამოვლინების პროცესში გვაქვს ორი ურთიერთდამოუკიდებელი წყარო, კულტურა და გენეტიკა, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ფენოტიპის გარემოსთან შესაბამისად ჩამოყალიბებაში.
- ორგანიზმს მეორე სახეობის მემკვიდრული სისტემა, ანუ კულტურის ფენომენი(მოიცავს შესაბამისი კოგნიტური მონაცემების ჩამოყალიბებას), არ განვითარდებოდა, ის ევოლუციურად მომგებიანი რომ არ ყოფილიყო. ჩვენში არსებული ფსიქოლოგიურ-მენტალური მექანიზმები ასახულია ჩვენსავე გენეტიკაში, რომელიც ბუნებრივმა გადარჩევამ შეცვალა ისე, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიგვეღო. კულტურა ევოლუციურად მომგებიანი აღმოჩნდა.[2]
პირველი პოსტულატის განმარტება გულისხმობს, რომ კულტურული მახასიათებლები, რომლებიც უკეთეს ფენოტიპს წარმოშობენ, ბუნებრივი გადარჩევის მიერ იქნებიან „დაჯილდოვებულნი“. ამგვარად კულტურული მახასიათებელი წარმოადგენს ფენოტიპის განსაზღვრაში არსებულ დამხმარე ფაქტორის, გარემო პირობებთან შეგუებულობისათვის არსებულ ახალ მექანიზმს, რომელსაც ბუნებრივი გადარჩევა ისევე აკონტროლებს, როგორც ჩვენს გენომს. სოციალური მახასიათებლები, არის ევოლუციურად ადაპტირებადი კატეგორიებია. მათი უმეტესი ნაწილი განკუთვნილია ინდივიდის გარემოსთან შეგუებულობის გასაზრდელად. არსებობენ ნეიტრალური კულტურული მახასიათებლები, თუმცა ისინი ისევე უნდა განვიხილოთ, როგორც ნეიტრალური გენეტიკური მახასიათებლები, რომლებმაც ევოლუციური უპირატესობის ნიშანი უკვე დაკარგეს.
მეორე პოსტულატში აღნიშნული კონკურენცია ორ განმაპირობებელ ფაქტორს შორის გულისხმობს კულტურის საჭიროების გაჩენას. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს მას პირველ მექანიზმთან შედარებით? აღსანიშნავია მისი მუდმივი ცვალებადობის შესაძლებლობა, თუ გენომს მშობლები ერთხელ და სამუდამოდ განუსაზღვრავენ ინდივიდს, კულტურული ცვალებადობის შესაძლებლობა არსებობს ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში. ამასთან კულტურული მახასითებლების შეძენა შეიძება პირთა განუსაზღვრელი რაოდენობისაგან(და არა 2 მშობლისგან). ასევე, გენეტიკური ფაქტორების ცვლილება ევოლუციურ პროცესში მოითხოვს ძალიან ხანგრძივ დროს, როცა კულტურული მახასიათებლების შეცვლა მეყსეულად შეიძლება და ამგვარად ადამიანი სწრაფად ცვალებად გარემოსთან შეგუებულობის ახალ მექანიზმს იძენს.
მესამე პოსტულატი გულისხმობს, რომ ნებისმიერ სახეობაში კულტურის ტევადობის განსაზღვრა გენომში ხდება ამ სახეობის საჭიროებისამებრ. ზოგიერთ ინდივიდში შეინიშნება კულტურის მხოლოდ პრიმიტიული ნიშნები და ივარაუდება, რომ ამ სახეობებს ევოლუციურად არ ესაჭიროებოდათ ადამიანის მსგავსად პოლიფუნქციური მექანიზმის გამომუშავება. ამ მახასიათებელს საფუძვლად უდევს ისეთი გენეტიკური ფაქტორები, როგორებიცაა ტვინის სხვადასხვა უბნის ფორმირება, მეტყველების აპარატის ჩამოყალიბება და სხვა. კულტურული მემკვიდრეობის წილის ცვლილება სახეობის ცხოვრებაში განისაზღვრებოდა მისი გარემო პირობების ცვლილების სიჩქარით. თუ გარემო საკმაოდ ნელა იცვლება და გამოწვევები ნაკლებია, გენეტიკური მემკვიდრეობა ასწრებს გადაწყობას და საჭირო აღარ ხდება დამატებით მექანიზმი შეგუებულობის გასაზრდელად, თუ ცვლილება უფრო ხშირია, მაშინ უპირატესობას იძენენ ისეთი ინდივიდები, რომელთაც აქვთ უნარი სოციუმის შოგნით ერთნმანეთს გაუზიარონ ცოდნა.[3]
კულტურული მემკვიდრეობის ფენომენი
რედაქტირებაორმაგი მემკვიდრეობის თეორია კულტურული მემკვიდრეობის პროცესის ასახსნელად იყენებს დარვინისეული თეორიის მრავალ პოსტულატს. ხშირ შემთხვევაში ნასესხებია ჰიპოთეზები, რომლებიც პროცესებს ხსნიან გენეტიკური ფაქტორების ცვლილებების მსგავსად. მათ შორის უმნიშვნელოვანესი საკითხია კულტურული მახასიათებლების მემკვიდრეობით გადაცემის მექანიზმის ახსნა. სოციალიზაციის პროცესი შეიძლება ორგვარად წარიმართოს. ახალშობილი ბავშვს შესაძლოა გამოუჩნდეს „კულტურული გურუ“, რომელსაც სოციალიზაცია ბოლომდე გავლილი აქვს და შეასწავლოს ყველა ძირითადი კულტურული მახასიათებელი პირდაპირი თუ იმიტაციის გზით. მეორე შემთხვევაში, ინფორმაციის ათვისება ასე ერთგვარი არ არის და მიმდინარეობს ტენდენციებით, რომელთაგან გამოარჩევენ 3 სახეს.
- პირდაპირი გადახრა- სოციალიზაციის პროცესში მყოფი ინდივიდი უბრალოდ თვლის, რომ რომელიღაც კულტურული მახასიათებელი უფრო მომგებიანია ვიდრე სხვა.
- არაპირდაპირი გადახრა- ინდივიდი ქვეცნობიერად ითვისებს იმ სოციალურ მახასიათებლებს, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე წარმატებულ და მისთვის მისაბაძ ადამიანთან.
- დამოკიდებული გადახრა- ინდივიდი ითვისებს იმ კულტურულ მახასიათებლებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია არსებულ სოციუმში.
შინაარსობრივი გადახრა
რედაქტირებაშინაარსობრივი გადახრის თეორია გულისხმობს, რომ ინდივიდის მიერ გაკეთებულ არჩევანზე გავლენას ახდენს მისი გენეტიკა. მაგალითად მოთხოვნილება გარკვეული ტიპის საკვებზე, შეიძლება გამოიხატოს კულტურულ მახასიათებლებშიც, პირიქით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ტაბუც. შინაარსობრივი გადახრის თეორია ასევე გულისხმბოს ინდივიდის მისწრაფებას, შეიძინოს ისეთი ტიპის ახალი ინფორმაცია, რომელიც მის წინა ცოდნასთან შესაბამისობაში მოვა და არ გამოიწვევს კოგნიტურ დისონანსს. არსებული თეორია უკავშირდება პირდაპირი გადახრის ჰიპოთეზას.
არსებობს სხვა თეორიები, რომლებიც ინდივიდის მიერ კულტურული მახასიათებლების ათვისების პროცესს სხვაგვარად უყურებენ.
კონტექსტური გადახრა
რედაქტირებაგარდა შინაარსობრივი უპირატესობებისა, რომელიც ინდივიდმა გარკვეულ ინფორმაციას შეიძლება მიანიჭოს, არსებობს თავად ინფორმაციის ავტორთა მიხედვით გაკეთებული არჩევანიც. ინდივიდი ირჩევს პრესტიჟისა და წარმატების მფლობელ მოდელს, რომლის ქცევებსაც ითვისებს. თავად პრესტიჟისა და წარმატების მიმანიშნებელი ფაქტორები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად წარმოჩნდება. არსებული თეორია უკავშირდება არაპირდაპირი გადახრის ჰიპოთეზას.
კონფორმისტული-ანტიკონფორმისული გადახრა
რედაქტირებაინდივიდების უმრავლესობა სოციალიზაციის პროცესში განიცდის რიცხობრივ გავლენას, ისინი იძენენ სოციუმის შიგნით არსებულ ყველაზე გაბატონებულ ნიშნებს. მცირე შემთხვევებში, ინდივიდებს შეიძება იზიდავდნენ ნაკლებად გავრცელებული შეხედულებები, შესაბამიასდ ასეთ ფენომენს ანტიკონფორმისტული გადახრა ეწოდება, გადახრის ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია სამყაროში.[4]
თეორიის წარმოშობისა და განვითარების ისტორია
რედაქტირება1930-იან წლებში ვინტროპმა და ლულა კელოგმა საკუთარი 10.5 თვის ასაკის დონალდის მოვლასთან ერთად დაიწყეს 7.5 თვის შიმპანზე გუაზე მზრუნველობაც. მათი წინასწარ განზრახული მიზანი იყო შიმპანზეზე დაკვირვება, თუ როგორ აითვისებდა იგი ბავშვისგან კონკრეტულ სოციალურ ნიშნებს. მათდა გასაკვირად, გარდა იმისა, რომ გუამ რამდენიმე ადამიანური ქცევის ელემენტი შეიძინა, თავად დონალდმა დაიწყო შიმპანზეს იმიტაცია. მათ შორის იყო ოთხ კიდურზე სიარული(მიუხედავად იმისა, რომ ბიპედალიზმის ასაკს მიაღწია), კბენა და სპეციფიკური ხმების გამოცემა. ეს ექსპერიმენტი გახდა პირველი შემთხვევა, როცა კაცობრიობა დაინტერესდა კულტურის ფენომენის ფსიქო-ბიოლოგიურ მხარეზე. სამეცნიერო წრეებში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აქტიურად ტრიალებდა კულტურული ევოლუციის შესახებ თემა. ამ ჰიპოთეზებს მრავალი რამ აქვთ საერთო დარვინისტულ და ნეო-დარვინისტულ თეორიებთან. პირველი აკადემიური ტიპის ნაშრომი გამოსცა დონალდ კემბელმა, ფსიქოლოგმა პენსილვანიის შტატიდან. განათლებით ფსიქოლოგი მიმოიხილავდა ევოლუციურ ჭრილში ადამიანის კულტურული მახასიათებლების განვითარებას. აღსანიშნავია რიჩარდ დოვკინის „თავკერძა გენი“, რომელიც საზოგადოებისთვის მისაწვდომი ენით იყო შესრულებული და ფართო მასები პირველად დააფიქრა კულტურის ფენომენზე. ამავე წელს მათემატიკოსმა მარკუს ფელდმანმა გამოსცა ნაშრომი კულტურისა და გენეტიკის თანაევოლუციასთან დაკავშირებით. წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, ამ ნაშრომს უფრო მეტი აკადემიური დამაჯერებლობა ჰქონდა და სამეცნიერო წრეში დიდი წონა შეიძინა. ფაქტობრივად ის გახდა თანამედროვე ორმაგი მემკვიდრეობის თეორიის ფუძემდებელი. რამდენიმე წლის განმავლობაშ შეიქმნა მრავალი თეორია, რომელიც არსებულ საკითხს ირიბად ეხებოდა, უმეტესობა ევოლუციური ფსიქოლოგიის ნაწილი იყო. ორმაგი მემკვიდრეობის თეორიაში განვითარებული ჰიპოთეზები კვლავ სესხულობდნენ დარვინისტული თეორიების მთავარ პრინციპებს. აკადემიურად მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო 1985 წელს გამოცემული წიგნი სახელწოდებით „კულტურა და ევოლუციური პროცესი“ ბიოლოგი პეტერ რიჩერსონის შემქნილი ნამუშევარი მათემატიკური სიზუსტით განიხილავდა კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის მექანიზმს. დღემდე შემქნილი მრავალი თეორია სწორედ ამ უკანასკნელ ნაშრომს ეფუძნება, რამდენადაც რიჩერსონმა გარდა ორიგინალური თეორემების წამოყენებისა, განსაზღვრა ორმაგი მემკვიდრეობის თეორიის მომავალი და საკვლევი სფეროები.[5]
ომთ (ორმაგი მემკვიდრეობის თეორია) და კულტურული ადაპტაციები
რედაქტირებაორმაგი მემკვიდრეობის თორიის დასამტკიცებლად მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა ერების და ნაციების კულტურულ სხვაობებზე, მათ სხვაობებზე ნადირობის სტილსა და ტექნიკაში, მათ ტექნოლოგიებსა და რაციონზე, რამაც მისცა ადამიანებს საშუალება რომ თავისუფლად ეცხოვრათ დედამიწის ყველა წერტილში, განსაკუთრებულად რთული კლიმატის მქონე ლოკაციებშიც კი როგორიცაა არქტიკული სანაპიროები და უდაბნოები. ასევე აღსანიშნავია რომ მსგავსი კულტურული და ქცევითი ადაპტაციები შეუძლებელია რომ ინდივიდუალური გამჭრიახობის შედეგი იყოს. როგორც ჰენრიჩი და მაკელრითი[6] გვიხსნიან ორმაგი მემკვიდრეობის თეორიის შესახებ, ვერც განვითარებულმა ტექნოლოგიამ და ვერც ხანგრძლივმა ყოფნამ ავსტრალიის უდაბნოში ვერ შეუწყო ხელი რობერტ ბურკს 1860 წლის ექსპედიციაში. რიჩერსონი და ბოიდი [6] იყენებენ მსგავსს მაგალითს როდესაც აღწერენ გადასვლას ელ კამინო დიაბლოზე კალიფორნიასა და მექსიკას შორის, არასტუმართმოყვარე პაპაგოთ წოდებულ ინდიელთა ტომის ტერიტორიაზე. ამ მაგალითებიდან გამომდინარე ორმაგი მემკვიდრეობის თეორეტიკოსებს გამოაქვთ დასკვნა რომ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ და გამრავლდნენ მრავალ სხვადასხვა ადგილზე , იმიტომ კი არა რომ მათ კარგად შეუძლიათ ინდივიდუალურად გარემოსთან ადაპტაცია, არამედ იმიტომ რომ მათ მიიღეს შესაფერისი კულტურული რეპერტუარი მრავალი თაობის განმავლობაში.
ადაპტაციები
რედაქტირებაერთობლივი ადაპტაცია
რედაქტირებაამ მოტივაციურმა ნარატივებმა შექმნეს კონკრეტული განმარტებითი პროექტი რომელსაც „ერთობლივი ადაპტაციის პროექტს’’ ეწოდება. ის ხსნის ადამიანთა ჯგუფის ლოკალურ კულტურულ ადაპტაციებს როგორებიცაა ნადირობა და იარაღის ხმარების ტრადიციები. მისი დებულება არის შეფასებული როგორც დადებითად ისე უარყოფითად : ის მოიცავს თანდათანობით ადაპტიურ და კულტურული რეპერტუარის აკუმულაციას მრავალი თაობის განმავლობაში და არ მოიცავს ინდივიდუალურ გამოგონებებს და გამჭრიახობას, ასევე ოპტიმალურ კულტურულ საგნებს.
ეს ნარატივები ცდებიან ადამიანის იმიტირების შესაძლებლობას. ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ჭკვიანური ქცევები ისინი გააუმჯობესონ იმ გამჭრიახობის ხარისხით რომელსაც ვერცერთი ინდივიდი გამომგონებელი ვერც იოცნებებს რომ მარტომ შეძლოს. ამის ილუსტრირებისათვის განიხილება შეხედულება იმაზე თუ რატომ არიან ბაბუინები განსხვავებულნი ადამიანებისაგან, ველოსიპედით სიარულის გარჩევით. ჩვენ გადავცემთ ველოსიპედით სიარულს თაობიდან თაობას კულტურული სწავლების საშუალებით - დიდი დროის ხარჯვითა და და მოთმინებით მასწავლებლის მხრიდან, ასევე სურვილით რომ აიტანოს გაღიზიანება და ზოგჯერ ტკივილიც მოსწავლის მხრიდან. ბაბუინებს ეს არ შეუძლიათ. ეს ნიშნავს რომ მიუხედავად იმისა რომ ველოსიპედით სიარული შეუძლია სოციალურად იზოლირებულ ინდივიდ მსწავლელს, ეს ცოდნა მოკვდებოდა ბაბუინთან ერთად, მაგრამ მოსალოდნელია რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც იგი მაინც იარსებებს. ასევე ადამიანებს ბაბუინებისაგან განსხვავებით შეუძლიათ შექმნან ველოსიპედები, რომლებსაც აქვთ ათასობით ნაწილი, წარმოადგენენ ადამიანების ტექნოლოგიურ ცოდნას და დიდ კომპლექსურობას. ეს ორი ადამიანის თვისება ერთად წარმოაჩენენ იმას, თუ როგორ არ ვგავართ ბაბუინებს.
აკუმულირებადი ადაპტაცია
რედაქტირებააკუმულირებადი ადაპტაციის პროექტი აყალიბებს ნარატივებს რომლებიც არამარტო აღნიშნავს თუ „რატომ არ შეუძლიათ პრიმატებს“ , ის აგრეთვე წარმოადგენს რასაც პიტერ გუდფრეი-სმიტი [7] ეძახდა ახსნით ადაპტაციას. „ბიოლოგიურ“ ადაპტაციონისტურ ახსნაში, „დიდი დავალება“ არის ახსნა სიცოცხლის ფორმების ადაპტიურობა მათ გარემოსთან იდეალურ სიბრძნესთან და ცხოვრების ფორმის ინივიდუალურ დიზაინერთან (ღმერთთან) მიმართვის გარეშე. „დიდი ამოხსნა“ დევს აკუმულირებად ცვლილებებში რომლებიც იქმნებოდნენ სიცოცხლის ფორმების ბუნებრივი გადარჩევის ხარჯზე, ორმაგი მემკვიდრეობის თეორიაში, "დიდი დავალება" არის ადამიანთა ( სხვადასხვა ჯგუფების) ადაპტირებულობა მათ ადგილობრივ გარემოებთან, ხოლო "დიდი ამოხსნა" უნდა იყოს მრავალი თაობის განმავლობაში აკუმულირებული კოგნიტიური კაპიტალი, ინდივიდუალური დიზაინერის გარეშე შექმნილი.
ადაპტაციები და საათის ისრები
რედაქტირებამოცემული მსგავსებით ამ პროექტსა და ახსნით ადაპტაციონიზმს შორის, პასუხის ნაწილი კითხვისა „რატომ ბაბუინები არა?“ შეიძლება იყოს ბუნებრივი-გადარჩევის ახნებში კულტურული საგნების დონეზე, ასევე გენეტიკურად მიღებულ კულტურული სწავლების უნარში. ბუნებრივი-გადარჩევის წინა ახსნები მოიცავს კულტურული საგნების პოპულაციებს (მაგალითად, ისრის თავებს) რომლების რეპლიკაციაც ხდებოდა წარმოების, გამოყენების, შეკეთების და სხვა ადამიანური აქტივობების დროს. მაგალითი რომ მოვიყვანოთ ისრის თავების ფორმა შეიძლება შეიცვალოს თაობების განმავლობაში, ახალი მექანიზმების, წარმატების და პრესტიჟის კომპენსაციისათვის, და სხვა მექანიზმების ზეგავლენის გარეშე, როგორიც შესაბამისობის კომპენსაციაა. უფრო მეტიც, მცირედი ვარიაციები იქნა შემოტანილი ინდივიდუალური განზრახვით ან შემთხვევით, ზოგი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ამ ნივთის წარმატებით გამოყენებისათვის, ზოგმა კი პირიქით, შეიძლება ამ საგნის გამოყენება გაზარდოს თანამედროვე მიზნებისათვის, ან შეიძლება როლი ითამაშოს ალტერნატიულ გამოყენებებში, შედეგად ვიღებთ რომ ისრის თავების თაობები შეიძლება აღმოჩნდნენ ადაპტაციები რომლებიც გვიჩვენებენ თანდათანობით დახვეწას და დივერსიფიკაციას რომელიც დამახასიათებელია ადამიანის კულტურული ტრადიციებისათვის [8].
ადაპტაცია და კომპრომიზმი
რედაქტირებაყველა სოციალური შესწავლის მექანიზმი არ უწყობს ხელს ამ კუმულაციურ კულტურულ ცვლილებას. თუ ადამიანის სწავლის უნარი იქნება დომინირებული, მაგალითად კომპრომიზმით, მცირე ინოვაციები დიზაინში ან მოხმარებაში არასოდეს არ გავრცელდებოდა , მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელსაყრელი იქნებიან. წარმატებისა და პრესტიჟის შეგრძნების გარეშე, არ შენარჩუნდებოდა კულტურული რეპერტუარი მრავალი თაობის განმავლობაში; იმიტირებისას შეცდომების და შეზღუდული ინდივიდუალური გამჭრიახობისას, განსხვავება კულტურულ თვისებებში მალევე გაქრებოდა. მიუხედავად იმისა რომ გარკვეული სწავლის მექანიზმების სახეობები კომბინაციაში აკუმულირების საშუალებას აძლევს ადაპტიურ უნარებს, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის ახსნაში თუ როგორ განვითარდნენ ეს ვარიაციები (ვარიაციების კომბინაციები) ბუნებრივი გადარჩევის ხარჯზე. პირველის ევოლუციური სარგებელი დამოკიდებულია მეორის განხორციელებაზე. როგორც რიჩერსონი და ბოიდი [9] ამბობენ : „ადამიანის კულტურული სისტემა აღმოცენდა როგორც ადაპტაცია რადგან მას ურჩევნია ადაპტაცია გარემოს შეცვლას“
ბოიდი და რიჩერსონი ხანდახან მიგვანიშნებენ ამ ურთმანეთთან დაკავშირებულ სელექციურ პროცესებზე, მაგალითად: „კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ადაპტიური თვისება არის ის, რომ გვაძლევს საშუალებას თანდათანობით კუმულატიური ადაპტაციების ერთობლიობის გაერთიანებისა მრავალი თაობის განმავლობაში, ადაპტაციებისა რომელთაც ვერცერთი ინდივიდი ვერ გამოიგონებდა დამოუკიდებლად“. (ბოიდი და რიჩერსონი 2000, გვ 424 ) აქ ორივე, სწავლის მექანიზმები და მათი პროდუქტები მოიხსენიებიან როგორც ადაპტაციები და თაობები მოიხსენიება როგორც ადამიანი ან კულტურული ნივთი. სხვაგან ჩახლართული ურთიერთობა კომპლექსური კულტურული ტრადიციების ევოლუციასა და დახვეწილი სწავლის მექანიზმებს შორის შემოთავაზებულია შემდეგნაირად: „განვითარებადი ტრადიციები ხდებიან ზედმეტად კომპლექსურნი რომ მათი იმიტაცია მარტივად მოხდეს, ეს უბიძგებს ევოლუციას რომ მოხდეს უფრო და უფრო დახვეწილი იმიტაციები“ [9]
ომთ და ფობიები
რედაქტირებაასევე აღსანიშნავია ისეთი ქცევები რომლებიც არც სწავლას არ საჭიროებს და ადამიანს თანდაყოლილად აქვს ბუნებრივი გადარჩევით შეძენის ხარჯზე. მსგავსი ქცევებია სხვადასხვა ფობიები მაგალითად ერაკნოფობია (მწერების შიში), კლაუსტროფობია , სიმაღლის შიში და ასე შემდგომ . ეს შიშები ხშირ შემთხვევაში ადამიანს თანდაყოლილად აქვს მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ეს შიში შეიძლება სხვა ქცეების მსგავსა ადამიანმა განვითარებასთან ეთად აითვისოს და „ისწავლოს’’ რაც მიგვანიშნებს იმაზე თუ რამდენად ძლიერია ადაპტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაცის სურვიი , ადამიანის პსიქიკა მზადაა რომ მიიღოს ისეთი თვისებები , მცირე ან დიდი ფობიები რათა მაქსიმალურად აიცილოს ადამიანმა ყველანაირი საფრთხე თავიდან და ასევე მოახდინოს საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
მსგავსი ფობიები ევოლუციის შედეგია რადგან რამდენიმე თაობის განმავლობაში რაიმე კონკრეტული (მაგალითად შხამიანი გველი) ხშირად იწირავდა ადამიანებს მოდა ქცევითი ადაპტაცა და ადამიანები ან გველს კლავდნენ ან გაურბოდნენ . გველისაგან გაქცევის მექანიზზმა უფრო შეძლო ადამიანის კულტურულ მემკვიდრეობად გადაქცევა.
ექსპერიმენტები და მაგალითები
რედაქტირებაახალგაზრდა პროფესორის მაგალითი
რედაქტირებაკულტურული სწავლების მექანიზმები მრავლად გვხდება სხვადასხვა სფეროში. განსხვავების წარმოსადგენად პრესტიჟსა, წარმატებასა და უნარს შორის ჯოზეფ ჰენრიხი და რიჩარდ მაკელრეათი [10] წარმოადგენენ მაგალითს დამწყები პროფესორის შესახებ რომელიც დეპარტამენტში ეძებს პიროვნებას რომლისგანაც ყველაზე მეტის სწავლას მოახერხებს. თავდაპირველად მან შეიძლება პრესტიჟის მიხედვით დაიწყოს შერჩევა, დააკვირდეს თანამშრომლებს, ვის ეპყრობიან მეტი პატივისცემით . თუ უფრო მონდომებულია ყველას CV-ის გადაავლებს თვალს და მათ პუბლიკაციების რაოდენობას დაითვლის და პროფესორობის წლებზე გაყოფს, ეს მიდგომა მას წარმატების ასპექტით განსაზღვრის საშუალებას მისცემს. თუ ახალგაზრდა პროფესორს მხოლოდ ეს ფაქტები არ აწყობს მაშინ შეუძლია გამოყოს პროფესორები რომელმაც ყველაზე მეტად დააკმაყოფილეს პრესტიჟისა და წარმატების კატეგორიები და მათი ნაშრომები წაიკითხოს რათა ამ ჯერზე გამოყოს ის ადამიანები რომლებსაც საუკეთესო უნარები გააჩნიათ.
კომპიუტერიზებული ტესტი და იმიტაციები
რედაქტირებაექსპერიმენტული მტკიცებულებები პინგლისგან [11] აჩვენებს რომ ადამიანები იწყებენ წარმატებული პიროვნებების სტრატეგიების იმიტირებას როდესაც წაგება/მოგებაზეა საუბარი. კომპიუტერული ტესტების მეშვეობით ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა აერჩიათ სამი კომპონენტი (სასუქი, მარცვალი და მუშაობის ტიპი) 21 ან 31 რაუნდის განმავლობაში. ექსპერიმეტის საბაზო ნაწილში ფინალურ გადაწყვეტილებამდე სუბიექტებს შეეძლოთ ფულის გადახდის შემდგომ გაეგოთ თუ რა თანხას მიიღებდნენ არსებული კომბინაციით. ამ შემთხვევაში მონაწილეებს შეეძლოთ მხოლოდ საკუთარ დაკვირვებებზე და გამოცდილებაზე სწავლა. მოგების დათვლა ხდებოდა სპეციალური ფორმულით, რომელსაც მხოლოდ ერთი ოპტიმალური ვარიანტი ჰქონდა კომპონენტებისა მაქსიმალური მოგების მისაღებად. ამ ექსპერიმენტის სხვა ვარიანტებში სიტუაცია შემდეგნაირი იყო. 1-დან მე-11 რაუნდის (პირველი ბლოკი) ჩათვლით გარემო (ანუ კომბინაციების ოპტიმალური ვარიანტი) ყველასავის ერთნაირი იყო. 12-დან 21 რაუნდებამდე (მეორე ბლოკი) გარემო კვლავ შეიცვალა. ექსპერიმენტის მე-2 და მე-4 ნაწილისთვის კონკურენტუნარიანი გარემო გაჩნდა 22-ე და 31-ე რაუნდებს (მესამე ბლოკი) შორის. ამ დროს გარემო დინამიურად იცვლებოდა და კომპონენტების ოპტიმალური ვარიანტის არჩევა დამოკიდებული იყო სხვა მოთამაშეების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. პირველი და მეორე ბლოკი სოციალურ გადაწყვეტილებებზე არ იყო დამოკიდებული მაშინ როდესაც მესამე ბლოკი მთლიანად სოციალურ ურთიერთობებზე იყო აგებული.
ექსპერიმენტი ნაწილებად იყო დაყოფილი და წესების ცვლილებები იმიტაციისათვის საჭირო ინფორმაციის ცვლილებას ახდენდა. პირველ ნაწილში მონაწილეებს შეეძლოთ თანხის სანაცვლოდ შეეხედა სხვა მოთამაშეების კომბინაციისათვის რომელმაც ეს რაუნდი უკვე ითამაშა. მეორე ნაწილში ისევ თანხის სანაცვოდ შეიძლებოდა მოთამაშეების იმ კომბინაციების ნახვა ვინამაც ეს რაუნდი უკვე გაიარა. მესამე ნაწილში მონაწილეებს აძლევდნენ ინფორმაციას კომბინაციების შესახებ მთლიან ბოკში. მეოთხე ნაწილში თითოეული მონაწილე აკვირდებოდა სხვა ორ მოამაშეს, რომლებიც თამაშს 31-ე რაუნდამდე თამაშობდა. თითოეულ ნაწილში განსხვავებული ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას და რეალურ თანხას აძლევდნენ, რომელიც მათ მიერ თამაშში მოგებულ რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.
შედეგები ამ ექსპერიმენტის გამოყოფს მნიშვნელოვან ასპექტებს იმიტაციისა რომელზეც სხვადასხვა ნაშრომში თეორიულად საუბრობდნენ [5][12][13][14]
1. არასოციალურ სიტუაციებში მონაწილეები იყენებდნენ იმიტაციას საკმაოდ ხშირად, თუნდაც მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ფინანსურად მოტივირებული იყო და ფასი/მოგების ანალიზის წარმოება შესაძლებელი იყო (თუმცა ძვირია). ოთხივე ექსპერიმენტში შეიმჩნევა შაბლონები იმიტაციისა. პირველ და მეორე ნაწილში, მეორე რაუნდში სუბიექტების 87% და 57%-მა იმიტაცია გამოიყენა.
2. იმიტაციური ტენდენციები რჩება თუნდაც კონკურენტულ გარემოში. მეორე ნაწილის 22-ე რაუნდში 43%-მა მონაწილეებისა იმიტაცია გამოიყენა.
3. ადამიანები იმიტაციისკენ იყვნენ მიდრეკილნი როდესაც შეეძლოთ წარმატებულ მოთამაშეებზე დაკვირვება. (მათ უნდა ქონოდათ მონაცემების შედარების საშუალება).
4. გაურკვევლობა გარემოში განსაკუთრებულად ზრდიდა იმიტაციის დონეს. მე-2, მე-12 და 22-ე რაუნდებში, როდესაც გარემო იცვლებოდა იმიტაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო.
5. იმიტაციური საშუალებები (თუნდაც ძვირადღირებულები) ჯგუფის საშუალო მონაცემებს ზრდიდა. იმ ჯგუფებს რომლებსაც საშუალება ჰქონდათ იმიტაციის საბოლოოდ აჯობეს საკონტროლო ჯგუფს.
6. „იმიტაციური გარემო“ მოქმედებს ჯგუფის საშუალო მონაცემებზე. საშუალოდ მე-3 და მე-4 ნაწილის შედეგები ჯობდნენ 1 და მე-2 ნაწილისას. მხოლოდ მე-3 ნაწილის ინფორმაციული გარემო უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს ჯგუფური ძალისხმევის დეგრადაცია მე-3 ბლოკისას.
იმიტაციებბი ეკონომიკაში
რედაქტირებაეკონომისტების ნაშრომებიც ამტკიცებენ ამ აღმოჩენებს[15][16]. ინდივიდუალები წარმატებული პიროვნებების იმიტაციას ახდენენ რაც საბოლოო ჯამში ჯგუფის საშუალო მაჩვენებელს ზრდის. იმიტაციისას სუბიექტები არათუ მხოლოდ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ან საინვესტიციო სტრატეგიებს ითვისებენ სხვებისგან, არამედ იწყებენ წარმატებულების მსოფლმხედველობის, წარმოდგენების იმიტირებასაც. ჰენრიხმა და გილ ვაიიტმა [17][18][19] ასევე აჩვენეს საკუთარ ცდებში რომ გაურკვევლობისას სუბიექტები ახდენენ არათუ მხოლოდ წარმატებული პირის იმიტაციას იმ სფეროში, რაშიც მან სახელი მოიხვეჭა არამედ იწყებენ მისი ცხოვრების სხვაა ასპექტების იმიტირებასაც.
მაგალითები ლაბორატორიის გარეთ
რედაქტირებაკულტურული იმიტაციის მექანიზმები გამომჟღავდებიან არა მხოლოდ ლაბორატორიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი: ინოვაციის დიფუზია და თვითმკვლელობების ეპიდემიოლოგია. ინოვაციების დიფუზიას როჯერსი [20] აჯამებს 50 წლიანი გამოკვლევების შედეგებს. მისი აზრით იდეების გავრცელება დამოკიდებულია „ლოკალურ აზრების ლიდერებზე“ ამ ლიდერებს კი შემდეგნაირად ახასიათებს:
- გააჩნია მაღალი სტატუსი
- პატივსაცემია (მიუთითებს პრესტიჟზე)
- ფართო კავშირები აქვს
- არის ეფექტიანი მოდელი სხვებისთვის
როჯერსის ეს დაკვირვება აჩვენებს რომ პრესტიჟზე დამოკიდებული კულტურული სწავლლება არის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიებისა თუ ჩვეულებების გავრცელებისას.
იმიტაცია თვითმკვლელობებში
რედაქტირებაინდუსტირულ საზოგადოებებში შეგროვებული ინფორმაცია თვითმკვლელობების შესახებ აჩვენებს რომ თვითმკვლელობის მეთოდები: მოწამვლა, იარაღის გამოყენება, ჩამოხრჩობა, დაწვა და ა.შ არიან იმიტირებულნი გამომდინარე პრესტიჟიდან და საკუთარი თავის სხვებთან მიმსგავსებით [21][22]. აშშ-ში იაპონიასა და გერმანიაში დაკვირვებები აჩვენებს რომ თვითმკვლელობის რაოდენობები მკვეთრ ნახტომს აკეთებს მას შემდეგ რაც ცნობილი ადამიანი იკლავს თავს[23]. ცნობილი ადამიანის თვითმკვლელობა ხდება მოდელი სხვებისთვის, რადგან ამ ფაქტის შემდგომ მომხდარი თვითმკველობებისას სქესი, ასაკი და ეთნიკურება ემთხვევა უმრავლეს შემთხვევაში ცნობილი ადამიანისას. საბოლოოდ სუიციდების რაოდენობა თვის განმავლობაში არ განიცდის რეგრესს რაც უნდა მიუთითებდეს რომ ეს ადამიანები არ აპირებდნენ უახლოეს მომავალში თავის მოკვლას. გამომდინარე იქიდან რომ სუიციდი დიდ გავლენას განიცდის იმიტაციისგან, მას ეპიდემიასავით გავრცელება ახასიათებს. მიკრონეზიაში [24] დაწყებული 1960 წლიდან 25 წლის განმავლობაში თვითმკვლელობების ეპიდემია იყო. ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ სიკვდილს კარგად გამოკვეთილი შაბლონები და სტერეოტიპები გააჩნდა. ტიპური თვითმკვლელი იყო ახალგაზრდა კაცი 15-დან 24 წლამდე რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სახლში. მშობლებთან ან შეყვარებულთან კოფლიქტის შემდგომ მათ ეცხადებოდათ უკვე თავმოკლული ადამიანები და უხმობდნენ მათთან. ისინი შემდგომ მიტოვებულ სახლში მიდიოდნენ და იქ იხრჩობნენ თავს (იყო სიტუაციები როდესაც შემთხვევით პოულობდნენ ამ ადამიანებს და აქედან იციან „სულების“ შესახებ). 75% ამ შემთხვევებში არ ჩანდა არავითარი წინასწარი მიმათითებელი დეპრესიაზე ან სუიციდზე. თვითმკველობების „აფეთქებები“ ლოკალურ ჯგუფებში ხდებოდა და ხშირ შემთხვევაში მოდელი თვითმკვლელისთვის ხდებოდა მდიდარი ადამიანის შვილის თავის მოკვლის ამბავი.
თემასთან დაკავშირებული დამატებითი მასალა
რედაქტირებამიუხედავად დიდი ლიიტერატურისა ანტროპოლოგიასა და სოციოლოგიაში, რომელიც კულტურულ ევლუციას შეისწვლის ძალიან მცირეა ისეთი თეორიები, რომელიც დარვინისტული ტრადიციების მატარებელია.
კულტურული საკითხების გნხილვას დარვინისტულ ჭრილში ეფუძნებოდა დონალდ ტ. კემპბელის ნაშრომი[25]. მისი თქმით ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმისათვის აუცილებელ მდგომარეობებს აკმაყოფილებენ როგორც გენები ასევე კულტურა. გარკვეული მახასიათებლები მეტად ახერხებენ დამკვიდრებას ვიდრე სხვანი. 1975 წელს გამოშვებულ ნაშრომში[26] იგი ასევე საუბრობს კონფლიქტზე გენებსა და კულტურას შორის. მისი ინტერპრეტაციით აღმოჩენები სოციობიოლოგიაში გამორიცხავს ალტრუისტული საზოგადოებების არსებობას და კულტურის მიერ ჯგუფურ დონეზე სელექცია ეწინააღმდეგება გენების მიერ უფრო ინდივიდუალურ დონეზე გადარჩევას. ეს ინტერპრეტაცია უსწრებს დღეს-დღეისობით არსებულ ნებისმიერ თეორიულ თუ ემპირიულ მონაცემებს ორმაგი მემკვიდრეობის სისტემების შესახებ.
ანთროპოლოგი ფ.ტ. კლოაკი[27][28][29] საკითხს უფრო ზოგადად მიუდგა და წამოაყენა ძალიან ზოგადი თეორია თვით რეპლიკადირებადი ინსტრუქციების შესახებ. მისი მტკიცებით ურთიერთობა ინსტრუქციებს შორის მეტად პრობლემატურია ეხება ეს კულტურასა თუ გენებს. გენეტიკის შემთხვევაში კარგად თანაგანვითარებული სტრუქტურები ინდივიდუალურ დონეზე მოთხოვნების შესაბამისად ახდენენ ადაპტაციას მაშინ როდესაც კულტურის შემთხვევაში მეტი ყურადღება ექცევა ისეთი სტრუქტურების გადარჩევას რაც არათუ ინდივიდის არამედ საზოგადოებას, სუბ-ინდივიდუალურ ჯგუფებს მეტად დაეხმარება.
ვ. ჰ. დურჰამი აყენებს იდეას[30] რომ კულტურული ევოლუცია არის პროცესი შენარჩუნებისა იმ თვისებებისა რომელთა კოდირებაც შემდგომში ინდივიდუალ ადაპტაციურ დონეზე ხდება. მისი მთავარი მტკიცებაა რომ კულტურულად მორგებადი თვისებები გენეტიკური ადაპტაციურობით გამოირჩევიან.
ლ.ლ. კავალლი სფორცამ და მარკუს ფელდმანმა შეიმუშავეს ყველაზე ზუსტი მათემატიკური აღწერა კულტურული ევოლუციისა. მათი პირველი ნაშრომები[31][32][33] აღწერდნენ დინამიკურ მახასიათებლებს კულტურული მემკვიდრეობის სისტემებისა. მათი საერთო ნაშრომი მოიცავდა მოდელს სადაც ორბიტიანი სისტემით (უნარის მქონე და უუნარო) განიხილებოდა კულტურული მახასიათებელი. მათ მოდელებში გენეტიკური მორგებულობა გენოტიპებისა განისაზღვრებოდა, როგორც გენოტიპის არსებობითა ასევე უნარის ქონა-არ ქონით. მაათ ნაშრომში განიხილება ასევე განსხვავებული საშუალებები უნარის გადაცემისა მშობლიდან შვილზე. მათგან განსხვავებით ბოიდი და რიჩერსონი განიხილავენ ორმაგი მემკვიდრეობის საკითხებს ნეშის ეკვილიბრიუმის მეშვეობით რათა მოდელის გადმოცემა უფრო მარტივად მოხდეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wybo Houkes, „Population thinking and natural selection in dual-inheritance theory“
- ↑ Peter J. Richerson and Robert Boyd, „A dual inheritance model of the human evolutionary process I: basic postulates and simple model“ (1-3გვ)
- ↑ john cartwright, „evolution and human behavior“, 3.1, 6.2 ch
- ↑ Theory, Evolutionary Psychology, and Cultural Change: Outlining a Theoretical Research Program for Dual Inheritance Theory, ch4[მკვდარი ბმული]
- ↑ 5.0 5.1 dual inheritance model of the conflict between social and biological evolution,robort boyd andpeter j. richerson, ch1
- ↑ 6.0 6.1 Henrich, J., & Mcelreath, R. (2003). The evolution of cultural evolution. Evol. Anthropol. Evolutionary Anthropology: Issues, News, and Reviews, 12(3), 123-135. doi:10.1002/evan.10110
- ↑ Godfrey-Smith P. Three kinds of adaptationism. In: Orzack SH, Sober E, editors. Adaptationism and optimality.Cambridge: Cambridge University Press; 2001. pp. 335–357.
- ↑ Gifford, A. (2008). Peter J. Richerson and Robert Boyd, Not by Genes Alone: How Culture Transformed Human Evolution. J Bioecon Journal of Bioeconomics, 10(2), 193-198. doi:10.1007/s10818-008-9031-z
- ↑ 9.0 9.1 Richerson PJ, Boyd R. Not by genes alone. Chicago: University of Chicago Press; 2005.
- ↑ Henrich, J., & Mcelreath, R. (2007). Dual-inheritance theory: The evolution of human cultural capacities and cultural evolution. Oxford Handbooks Online. doi:10.1093/oxfordhb/9780198568308.013.0038
- ↑ Pingle, M. (1995). Imitation versus rationality: An experimental perspective on decision making. The Journal of Socio-Economics, 24(2), 281-315. doi:10.1016/1053-5357(95)90023-3
- ↑ Boyd, R., & Richerson, P. J. (1987). The Evolution of Ethnic Markers. Cultural Anthropology, 2(1), 65-79. doi:10.1525/can.1987.2.1.02a00070
- ↑ Richerson, P. J., & Boyd, R. (1984). Natural Selection and Culture. BioScience, 34(7), 430-434. doi:10.2307/1309632
- ↑ Richerson, P. J., & Boyd, R. (2004). Not By Genes Alone. doi:10.7208/chicago/9780226712130.001.0001
- ↑ Kroll, M. (1992). Kauf oder Leasing? doi:10.1007/978-3-663-06902-7
- ↑ Offerman, T., Schram, A., & Sonnemans, J. (1998). Quantal response models in step-level public good games. European Journal of Political Economy, 14(1), 89-100. doi:10.1016/s0176-2680(97)00044-x
- ↑ Henrich, J., Boyd, R., Bowles, S., Camerer, C., Fehr, E., Gintis, H., . . . Tracer, D. (2005). Models of decision-making and the coevolution of social preferences. Behavioral and Brain Sciences Behav. Brain Sci., 28(06). doi:10.1017/s0140525x05460148
- ↑ Henrich, J., Boyd, R., Bowles, S., Camerer, C., Fehr, E., Gintis, H., . . . Tracer, D. (2005). “Economic man” in cross-cultural perspective: Behavioral experiments in 15 small-scale societies. Behavioral and Brain Sciences Behav. Brain Sci., 28(06). doi:10.1017/s0140525x05000142
- ↑ Henrich, J., Boyd, R., Mcelreath, R., Gurven, M., Richerson, P. J., Ensminger, J., . . . Ziker, J. (2012). Culture does account for variation in game behavior. Proceedings of the National Academy of Sciences, 109(2). doi:10.1073/pnas.1118607109
- ↑ Rogers, E. M. (1995). Diffusion of Innovations: Modifications of a Model for Telecommunications. Die Diffusion Von Innovationen in Der Telekommunikation, 25-38. doi:10.1007/978-3-642-79868-9_2
- ↑ Wasserman, D. (1994). The Prevention of Suicide. Bmj, 309(6958), 886-886. doi:10.1136/bmj.309.6958.886
- ↑ Stack, S. (1996). The impact of relative cohort size on national suicide trends, 1950-1980: A comparative analysis. Archives of Suicide Research, 2(4), 213-222. doi:10.1080/13811119608259003
- ↑ Stack, S. (n.d.). Suicide. Encyclopedia of Crime and Punishment. doi:10.4135/9781412950664.n424
- ↑ Rubinstein, R. L., & Rubinstein, S. H. (1983). : Socialization . Thomas Rhys Williams. American Anthropologist, 85(3), 691-693. doi:10.1525/aa.1983.85.3.02a00330
- ↑ Campbell, D. T. (1965). More Psychological Epistemology. PsycCRITIQUES, 10(4). doi:10.1037/007897
- ↑ Campbell, D. T. (1975). Am. Psychol, 30-30.
- ↑ Cloak, F. T. (1973). Wild Anthropology.
- ↑ Cloak, F. T. (1975). Human Ecol.
- ↑ Cloak, F. T. (1976). Zygon
- ↑ Durham, W. H. (1976). The adaptive significance of cultural behavior. Hum Ecol Human Ecology, 4(2), 89-121. doi:10.1007/bf01531215
- ↑ Feldman, M. W., & Cavalli-Sforza, L. L. (1986). Towards A Theory For The Evolution Of Learning. Evolutionary Processes and Theory, 725-741. doi:10.1016/b978-0-12-398760-0.50035-3
- ↑ Feldman, M. W., & Cavalli-Sforza, L. (1979). Aspects of variance and covariance analysis with cultural inheritance. Theoretical Population Biology, 15(3), 276-307. doi:10.1016/0040-5809(79)90043-1
- ↑ Cavalli-Sforza, L. L., & Feldman, M. W. (1978). Towards a Theory of Cultural Evolution. Interdisciplinary Science Reviews, 3(2), 99-107. doi:10.1179/030801878791926092