ორივესი (ფინ. Orivesi) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ტამპერეს ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 8 906 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 960.09 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 11.14 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა.[3]

ადმინისტრაციული ერთეული
ორივესი
ფინ. Orivesi
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 61°40′40″ ჩ. გ. 24°21′25″ ა. გ. / 61.67778° ჩ. გ. 24.35694° ა. გ. / 61.67778; 24.35694
დაარსდა 1869
ფართობი 799.72 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ფინური ენა[1] [2]
მოსახლეობა 8 842 (31 დეკემბერი, 2023)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://orivesi.fi/
ორივესი — ფინეთი
ორივესი

ორივესი 1869 წელს დაარსდა.[4] 1986 წლამდე მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ კი ქალაქი გახდა. 1973 წელს ორივესის შემადგენლობაში ერიაიარვის მუნიციპალიტეტი შევიდა, ხოლო 2007 წელს ― ლიანგელმიაკის მუნიციპალიტეტის ნაწილი.[5] მეზობელი მუნიციპალიტეტებია: იუუპაიოკი, იამსია, კანგასალა, კუჰმოინენი, რუოვესი და ტამპერე. ორივესი ტამპერედან დაახლოებით 43 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის ცენტრი ლიანგელმიავესის ტბის ირგვლივაა განლაგებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება