ორთქლის ზღვა
ორთქლის ზღვა (ლათ. Mare Vaporum) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, მოწმენდილობის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ კიდესა და წვიმების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს შორის. მისი ფართობი დაახლოებით 55 ათასი კმ²-ია. ზღვას სახელი დაარქვა იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი ბატისტა რიჩოლიმ.
ორთქლის ზღვა | |
Mare Vaporum | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 242.46 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ნისლი |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
13.20° ჩ. გ. 4.09° ა. გ. / 13.20° ჩ. გ. 4.09° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ორთქლის ზღვა ვიკისაწყობში |
ორთქლის ზღვას აქვს რღვევების შესამჩნევი სისტემა. უზარმაზარი (დაახლოებით 200 კმ სიგრძის) არიდეოსის ნაპრალი, რომელიც გადის იულიუს კეისრის კრატერის სამხრეთით, გრძელდება ორთქლის ზღვის ფსკერამდე. მის პარალელურად არის კიდევ ერთი შედარებით მოკლე — ჰიგინუსის ნაპრალი, რომლის შუაშია ჰიგინუსის კრატერი. ორთქლის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ტრისნეკერის კრატერთან, არის ღრმა, ვიწრო ნაპრალები, რომლებიც სხვა მიმართულებით მიდის.
ორთქლის ზღვის სანაპიროებზე ჩანს სამი კარგად შემონახული კრატერი: მანილიუსი, ბოშკოვიჩი და აგრიპა.
ორთქლის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ჰემეს მთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — აპენინები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Vaporum.