ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ორთაჭალჰესი)
ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგური, ორთაჭალჰესი — სეზონური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვარზე. მდებარეობს ორთაჭალაში, ორთაჭალის ხიდთან. მისი დადგმული სიმძლავრეა 18 მგვტ. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 80 მლნ. კვტ·სთ-ია. ორთაჭალჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს.[1] ჰესს ფლობს „ენერგო-პრო ჯორჯია“.[2]
1950-იან წლებში მტკვარზე ჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილსის ფარგლებში წყალმცირობის პერიოდში მდინარის კალაპოტის გაწყლიანება. ჰესის აშენებამდე კალაპოტი საგრძნობლად შიშვლდებოდა და სანაპიროს მაღალ კედლებს მკვეთრი დისონანსი შეჰქონდათ თბილისის ღირშესანიშნაობათა საერთო ანსამბლში. აშენების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიები დაექვემდებარა ქალაქის განაშენიანების თანამედროვე მიდგომებს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგური. Energyonline.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-12-07.
- ↑ 2.0 2.1 ორთაჭალჰესი. energo-pro.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-25. ციტირების თარიღი: 2021-06-21.