ენერგო-პრო ჯორჯია

ქართული ენერგოკომპანია

ენერგო-პრო ჯორჯიაელექტროენერგიის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელსაც სრულად ფლობს ჩეხური კომპანია Energo-Pro. კომპანია საქართველოში დაფუძნდა 2006 წლის 31 ივლისს,[2] ხოლო საქართველოს ენერგოსექტორში პრაქტიკული საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.[3]

ენერგო-პრო ჯორჯია
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ელექტროენერგიის წარმოება/დისტრიბუცია
მფლობელი Energo-Pro
თანამშრომელი 6000[1]
ფილიალი 5
სერვისის ენა ქართული
საიტი energo-pro.ge

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე.

ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს შემდეგ ჰიდრიელექტროსადგურებს: ლაჯანურჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, ძევრულაჰესი, აწჰესი, საცხენიჰესი, სიონჰესი, ზაჰესი, კინკიშაჰესი, ჩხორჰესი, ჩითახევჰესი, მარტყოფჰესი და ორთაჭალჰესი.[1]

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70 %-ზე მეტს მოიცავს.[3] ენერგო-პრო ჯორჯია დაყოფილია 5 ფილიალად და ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოებით 1 200 000 აბონენტს.[1] კომპანიას დასაქმებული ჰყავს 6000-მდე ადამიანი.[1]

2017 წლის აგვისტოში ენერგო-პრო ჯორჯიამ 21,7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ენერგო-პრო ჯორჯიას ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.
  2. ენერგო-პრო ჯორჯია. bia.ge. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.
  3. 3.0 3.1 სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (2 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.
  4. Energo-pro Georgia-მ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21,7 მლნ ლარად შეიძინა. bm.ge (1 აგვისტო, 2017). ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  5. კახეთის ენერგოდისტრიბუცია ენერგო პრომ იყიდა. Imedinews.ge (1 აგვისტო, 2017). ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]