ორეხოვკის ჩანჩქერი
ორეხოვკის ჩანჩქერი (რუს. Ореховский водопад) — ჩანჩქერი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მოქცეულია სოჭის ეროვნული პარკის ფარგლებში. სიმაღლით მეორე ჩანჩქერია სოჭის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ბეზუმენკაზე. სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ორეხოვკის დასახლებიდან. ოქტომბრის რევოლუციამდე ეწოდებოდა მელნიჩნი. სიმაღლე — 27,5 მ. ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ძეგლია. ჩანჩქერის ირგვლივ იზრდება მუხნარ-წაბლნარი, აგრეთვე გვხვდება ბზა, პონტოს როდოდენდრონი, სიახლოვეს კაკლის კორომებია. ფართო საზოგადებისთვის ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი ფოტოგრაფ-მოყვარულის ივანე სუტკოვოის წყალობით, რომელმაც ჩანჩქერის ფოტოგრაფია 1910 წელს გამოაქვეყნა. 1996 წელს ჩანჩქერის ტერიტორია კეთილმოწყობილი იქნა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინადღეს რუსეთში გამოუშვეს მარკა, რომელზედაც ორეხოვკის ჩანჩქერია გამოსახული.
ორეხოვკის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 43°42′26″ ჩ. გ. 39°46′27″ ა. გ. / 43.70722° ჩ. გ. 39.77417° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე | 27,5 მ |
მდინარე | ბეზუმენკა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ორეხოვკის ჩანჩქერი დაარქივებული 2014-03-09 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ორეხოვკის ჩანჩქერი (რუსული)