ზაალ ორბელიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, ზაალ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

ზაალ დემეტრეს ძე ორბელიანი (გ. XVIII საუკუნის ბოლოს) — თოფანქჩიაღასი (მეთოფეთა უფროსი) 60-იან წლებში. ერეკლე II-ის ახლო თანამებრძოლი. აქტიურად მონაწილეობდა ასპინძის ბრძოლაში (1770). გამარჯვების შემდეგ ერეკლე II-მ ტყვეები, ნადავლი და დროშები ორბელიანის ხელით გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს. რუსეთში ორბელიანმა ვახტანგ VI-ის ჩამომავლებთან გააბა საიდუმლო კავშირი ერეკლე II-ის წინააღმდეგ. 1771 იგი უკვე საქართველოში იყო და შეთქმულებას ამზადებდა ერეკლეს წინააღმდეგ, 1772 წელს შეთქმულება გამომჟღავნდა. შეთქმულები დააპატიმრეს. ორბელიანი ახალციხის საფაშოში გაიქცა, შემდეგ უკან დაბრუნდა და დააპატიმრეს 1775 წლის ბოლოს. ერეკლე II-მ აპატია დანაშაული და პატიმრობიდან გაატავისეუფლა. ცოლად ჰყავდა სოფიო, იესე ქსნის ერისთავის ასული (1738–1802).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 7, გვ. 557, თბ., 1984