ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი
ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი (რუს. Оранский Богородицкий монастырь) — მამათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სოფელ ორანკიში. დაარსებულია 1634 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°53′39″ ჩ. გ. 43°42′50″ ა. გ. / 55.89417° ჩ. გ. 43.71389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ორანკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1634 |
ისტორია
რედაქტირებამონასტერი თავადმა პეტრე გლიადკოვმა დააარსა 1634 წელს როგორც უდაბნო, ორანკის ღვთისმშობლის ხატის პატივისცემის ნიშნად. 1866 წლიდან პირველი კლასის მამათა მონასტერია.
1918 წლის 17-18 აგვისტოს ღამეს მდინარე ვოლგის კუნძლ მოჩალნიზე, ნიჟნი-ნოვგოროდის ახლოს დახვრიტეს ორანკის მონასტრის 15 ბერი, ასევე მათი წინამძღვარი არქიმანდრიტი ავგუსტინი და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლაი ორლოვსკი[1].
1920 წელს მონასტერი დაიხურა. 1942-1949 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკი № 74, რომელშიც დატყვევებული ჰყავდათ სამხედრო ტყვეები (გერმანელები, ფინელები, უნგრელები, ავსტრიელები, რუმინელები, იტალიელები და სხვა). მათი რიცხვი, ზოგიერთი მონაცემით აღწევდა 12 ათას ადამიანს. სწორედ ორნაკის ბანაკში მოხვდა გერმანელი გენერალ-ფლდმარშალი ფრიდრიხ პაულიუსი[2].
მონასტრის აღორძინება იწყება 1993 წლიდან. 2004 წელს ეპისკოპოს გიორგის მოწვევით, მონასტრის აღორძინებას შეუდგა იღუმენი ნექტარ (მარჩენკო)[3]. მან ვლადიმირ-ორანკის ღვთისმშობლის ხატიდან წამოიღო ცეცხლი და ყოველდღე კითხულობდა დაუჯდომელს. 2005 წლის 27 დეკმბერს წმინდა სინოდმა ეპისკოპოს გიორგის რჩევით მონასტრის მამასახლისად დანიშნა იღუმენი ნექტარი[4].
2009 წლის ზაფხულში შეათეთრეს მონასტრის სამივე ტაძარი, გაარემონტეს მამაოების კორპუსი[5]. მონასტრის გარშემო შემოავლეს აგურის ღობე, დააყენეს მთავარი ჭიშკარი[5]. ივლისში გაგრძელდა სამრეკლოს საძირკვლის გამოკვლევა, შეგროვდა თანხები მის ასაშენებლად[5].
2011 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ შეასრულა ტაძრის კურთხევის ცერემონიალი ღვთისმშობლის შობის სახელზე[6]. 2012 წლის 8 სექტემბერს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ მონასტრის ერთი ეკლესია აკურთხა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სამი თვის მერე, ამავე წლის 15 დეკემბერს მიტროპოლიტმა აკურთხა ცარეგრადის პატრიარქის ათანასეს ტაძარი[7].
2013 წლის 12 დეკემბერს მიტროპოლიტმა აკურთხა პეტრე და პავლეს სახელობის ეკლესია[8]. შემდეგ კი აკურთხა მონასტრის ახალი სამრეკლო[8].
2014 წლის 26 აგვისტოს საფუძველი ჩაუყარეს ნეკტარი პეჩერელის სახელობის ტაძრის მშენებლობას[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Из истории Оранского Богородицкого мужского монастыря, Нижегородская епархия
- Чудотворную икону «Богоматери Владимирской Оранской» передадут в Оранский Богородицкий мужской монастырь, Российская газета, 2008/09/05
- Монастырь в селе Оранки
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сегодня годовщина массового расстрела нижегородского духовенства на Мочальном острове, Нижегородская епархия, 18 августа 2009 года
- ↑ Из истории лагеря военнопленных села Оранки, Богородского района, Нижегородской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-09. ციტირების თარიღი: 2018-03-21.
- ↑ В ответ на любовь и терпение, Нижегородская епархия, 17 октября 2005 года
- ↑ Постановлением Священного Синода иеромонах Варнава назначен наместником монастыря Флорищева Пустынь, а игумен Нектарий — наместником монастыря в селе Оранки, Нижегородская епархия, 27 декабря 2005 года
- ↑ 5.0 5.1 5.2 Возрождение Оранского монастыря продолжит строительство новой колокольни, Нижегородская епархия, 10 июня 2009 года
- ↑ Высоцкая С.. (21 сентября 2011 года) Архиепископ Георгий совершил Великое освящение храма в честь Рождества Пресвятой Богородицы в Оранском монастыре (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ Митрополит Георгий в Оранках освятил храм в монастыре в честь Владимирской иконы Божией Матери, Нижегородская митрополия, 15 декабря 2012 года
- ↑ 8.0 8.1 Митрополит Георгий освятил храм и колокольню в монастыре в честь Владимирской иконы Божией Матери в селе Оранки[მკვდარი ბმული], Нижегородская митрополия, 12 декабря 2013 года
- ↑ Рукавишников А.. (2014-08-26) В селе Оранки Богородского района заложен храм в честь преподобного Нектария Печерского (фото). Нижегородская митрополия. ციტირების თარიღი: 2014-08-28.