ოპტიკური მინა
ოპტიკური მინა — მაღალი გამჭვირვალობის ერთგვაროვანი ქიმიურად მდგრადი მინა. მზადდება ზუსტად მოცემული ოპტიკური თვისებებით – გარდატეხის მაჩვენებელი (1.4-დან 2.04-მდე) და დისპერსიის კოეფიციენტი (70-დან 78-მდე). ამ თვისებათა მიხედვით განასხვავებენ ოპტიკური მინის ორ სახეობას: კრონს (მცირე გარდატეხის მაჩენებელი და დისპერსიის კოეფიციენტი დიდი) და ფლინტს (კრონის საპირისპირო თვისებებით). ოპტიკური მინა გამოიყენება ოპტიკური ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების (სათვალე, ობიექტივი, მიკროსკოპი, ფოტომეტრი) დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 548.