ონტარიოს სამეფო მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ონტარიოს სამეფო მუზეუმი (ფრ. Musée royal de l'Ontario) ― ხელოვნების, მსოფლიო კულტურისა და ბუნების ისტორიის მუზეუმი ტორონტოში (ონტარიო, კანადა). ონტარიოს სამეფო მუზეუმი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კანადის უდიდესი მუზეუმია. ყოველწლიურად მუზეუმს მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს და კანადის ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია.[1] იგი ტორონტოს უნივერსიტეტის რაიონში, ქუინს-პარკის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ ბლურ-სტრიტის შესასვლელში მდებარეობს. მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურს მუზეუმის სახელი ჰქვია და 2008 წელს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ ინსტიტუტის კოლექციების შესაბამისადაა გაფორმებული.

ონტარიოს სამეფო მუზეუმი
43°40′03″ ჩ. გ. 79°23′40″ დ. გ. / 43.6675722° ჩ. გ. 79.3946833° დ. გ. / 43.6675722; -79.3946833
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა ტორონტო
ოფიციალური საიტი https://www.rom.on.ca
Map

ონტარიოს სამეფო მზუეუმი 1912 წლის 16 აპრილს დაარსდა. ის 1914 წლის 19 მარტს გაიხსნა. დაარსების დღიდან მუზეუმს მჭიდრო კავშირები აქვს ტორონტოს უნივერსიტეტთან.[2] 1968 წლამდე მუზეუმი ტორონტოს უნივერსიტეტის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი ონტარიოს მთავრობის დამოუკიდებელი სამეფო სააგენტოს სტატუსი მიენიჭა.[3][4] დღეისთვის, მუზეუმი კანადის უდიდესი საველე-კვლევითი ინსტიტუტია.[5]

მუზეუმში 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ინახება და 40 გალერეას მოიცავს. მუზეუმის საერთაშორისო რეპუტაციას მსოფლიო კულტურათა და ბუნების ისტორიის კოლექციები განაპირობებენ.[5] მუზეუმში ინახება დინოზავრების, მინერალებისა და მეტეორიტების კოლექციები, კანადისა და ევროპის ისტორიული არტეფაქტები და აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ბერჯესის თიხოვანი ფიქალის ნამარხი ნაშთების უდიდესი კოლექცია, რომელიც 150 000-ზე მეტ ეგზემპლარს შეიცავს.[6]

 
ონტარიოს სამეფო მუზეუმი 1930-იან წლებში

ონტარიოს სამეფო მუზეუმი 1912 წლის 16 აპრილს დაარსდა[7] და ტორონტოს უნივერსიტეტისა და ონტარიოს მთავრობის მიერ ერთობლივად იმართებოდა.[8] პირველი ნიმუშები უნივერსიტეტიდან და ონტარიოს განათლების დეპარტამენტიდან გადაიტანეს. 1914 წლის 19 მარტს ონტარიოს სამეფო მუზეუმი ოფიციალურად გახსნა კონაქტის ჰერცოგმა და კანადის გენერალ-გუბერნატორმა არტურმა.[7] მუზეუმი ტორონტოს ცენტრალური ბიზნეს-რაიონიდან მოშორებით განათავსეს, რათა ტორონტოს უნივერსიტეტთან ახლოს ყოფილიყო. თავდაპირველი შენობა უნივერსიტეტის ფილოსოფოსთა ხეივნის გასწვრივ მდებარეობდა, სადაც ხუთი სხვადასხვა განყოფილება იყო განთავსებული: არქეოლოგია, პალეონტოლოგია, მინერალოგია, ზოოლოგია და გეოლოგია.[7]

 
მაკლაუგინის პლანეტარიუმი

პირველი რესტავრაციის შემდეგ ონტარიოს სამეფო მუზეუმი საჯაროდ 1933 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა.[9] განახლების შემდეგ მუზეუმის აღმოსავლეთ ფრთა აშენდა, რის გამოც არგილის სახლის, ვიქტორიანული ხანის სასახლის დანგრევა გახდა საჭირო. დიდი დეპრესიის გამო, ქვინს-პარკისკენ გამავალი ფრთა ადგილობრივი სამშენებლო მასალებით ააგეს.[9]

1947 წელს ონტარიოს სამეფო მუზეუმი ტორონტოს უნივერსიტეტის სრული დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა და უნივერსიტეტის კონტროლქვეშ 1968 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც მუზეუმმა და მაკლაუგინის პლანეტარიუმმა ახალი კორპორაცია შექმნეს. 1995 წლის დეკემბერში ონტარიოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღვუდვების გამო მუზეუმმა მაკლაუგინის პლანეტარიუმი დახურა.[10] სივრცე დროებით გაიხსნა 1998-2002 წლებში, როცა პლანეტარიუმში საბავშვო მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2009 წელს ონტარიოს სამეფო მუზეუმმა შენობა ონტარიოს მუზეუმს 22 მილიონ კანადურ დოლარად მიჰყიდა იმ პირობით, რომ შენობას ინსტიტუციური და აკადემიური დანიშნულებით გამოიყენებდნენ.[11][12]

 
ფუტალოგნკოზავრის ჩონჩხის ასლი მუზეუმში

მუზეუმი მეორედ 1978-1984 წლებში განახლდა, როდესაც მას ჩრდილოეთ ნაწილში დედოფალ ელიზაბეთ II-ის ტერასის გალერეები და სამხრეთ ნაწილში საკურატორო ცენტრი დაემატა. ახალი ნაწილი დედოფალმა ელიზაბეთ II-მ 1984 წელს გახსნა. პროექტმა არქიტექტურაში კანადის გენერალ-გუბერნატორის ჯილდო მოიპოვა.[13]

1989 წელს მუზეუმში მოწყობილ გამოფენას (აფრიკის გულში) აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც თვლიდნენ, რომ გამოფენა აფრიკელთა შესახებ სტერეოტიპებს ასახავდა, რასაც კურატორ ჯეინ კანისოს გადადგომა მოჰყვა.[14]

2003 წელს, ონტარიოს კულტურული მემკვიდრეობის აქტის IV ნაწილის შესაბამისად, მუზეუმის თავდაპირველი შენობა ქალაქ ტორონტოს მუნიციპალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.[15]

გალერეები

რედაქტირება
 
პატრისია ჰარისის კოსტუმებისა და ტექსტილების გალერეა

თავდაპირველად ონტარიოს სამეფო მუზეუმში ხუთი მთავარი გალერეა იყო და თითო სფეროს ეძღვნებოდა: არქეოლოგიას, გეოლოგიას, მინერალოგიას, პალეონტოლოგიასა და ზოოლოგიას.[7][16] 1960-იანი წლებიდან მუზეუმის საგამოფენო სივრცე უფრო დანაწევრდა და ინტერაქტიული გახდა. ამ წლებში მუზეუმს დინოზავრების გალერეა დაემატა.

თავდაპირველ გალერეებს სახელები მათში დაცული არტეფაქტების შესაბამისად ეწოდებოდა, ბოლო წლებში კი ინდივიდუალურ გალერეებს სახელები უმეტესწილად იმ სპონსორთა პატივსაცემად ჰქვიათ, რომლებმაც ინსტიტუტს მნიშვნელოვანი კოლექციები და ფონტები გადასცეს. ონტარიოს სამეფო მუზეუმში ამჟამად გალერეების ორი მთავარი კატეგორიაა: ბუნების ისტორიის გალერეები და მსოფლიო კულტურის გალერეები.

კოსტუმები და ტექსტილები

რედაქტირება

პატრისია ჰარისის კოსტუმებისა და ტექსტილების გალერეაში ონტარიოს სამეფო მუზეუმის ტექსტილისა და კოსტუმების კოლექციების 200-მდე არტეფაქტია შესული. კოლექციები ძვ. წ. I საუკუნიდან დღევანდელი ეპოქის ჩათვლით არტეფაქტებს მოიცავს. გალერეები მიზნად ისახავს წლების მანძილზე ტექსტილის დიზაინის, მანუფაქტურისა და კულტურული მახასიათებლების ტრანსფორმაციის ჩვენებას.[17]

თანამედროვე კუტლურის გალერეა

რედაქტირება

ონტარიოს სამეფო მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს თანამედროვე კულტურის ინსტიტუტის როლოფ ბენის გალერეა მასპინძლობს.[18] დაახლოებით 6000 კვ. მეტრი სიდიდს მულტიმედია გალერეა თანამედროვე კულტურის ინსტიტუტის მთავარი საგამოფენო სივრცეა, სადაც მუზეუმის ბუნებისა და მსოფლიო კოლექციების თანამედროვე კულტურის ნიმუშებია გამოფენილი. გალერეაში ფოტოგრაფიის,[19] ქუჩის ხელოვნების,[20] თანამედროვე ჩინური ურბანული დიზაინისა[21] და რქიტექტურის და თანამედროვე იაპონური ხელოვნების გამოფენები ეწყობა. 2018 წელს გალერეაში გამოფენა „ჩვენ აქ ვართ: შავკანიანი კანადელების თანამედროვე ხელოვნება“ მოეწყო, რომელშიც შავკანიანი კანადელების, როგორებიც არიან: სანდრა ბრიუსტერი, სილვია დ. ჰამილტონი, ბუშრა ჯუნაიდი და სხვ. ნამუშევრები გამოიფინა.[22]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ROM Announces Record-Breaking 1.35 Million Visitors Annual Attendance“ (პრეს-რელიზი). Royal Ontario Museum. ციტირების თარიღი: 23 November 2017 – წარმოდგენილია rom.on.ca-ის მიერ.
  2. Dickson 1986.
  3. Jamie, Bradburn. (9 July 2011) Historicist: A Handbook to the Royal Ontario Museum, 1956. Torontoist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 26 March 2012
  4. ROM Trustees. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2018. ციტატა: „The Royal Ontario Museum is an agency of the Government of Ontario.“ ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  5. 5.0 5.1 Collections and Research. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  6. Royal Ontario Museum Burgess Shale Expeditions (1975-ongoing). Royal Ontario Museum (10 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 25 March 2012
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Siddiqui, Norman. Our History. Royal Ontario Museum. ციტირების თარიღი: 26 September 2013
  8. History of the Royal Ontario Museum. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  9. 9.0 9.1 Our History. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 28 March 2012
  10. Beeston, Laura. (27 January 2017) Petition launched to save McLaughlin Planetarium from demolition. The Toronto Star. Torstar Corporation. ციტირების თარიღი: 29 July 2019
  11. O'Brien, Chrissie (19 February 2009). „Royal Ontario Museum agrees to sell McLaughlin Planetarium site to University of Toronto“. Daily Commercial News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 28 March 2012.
  12. FAQs. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  13. Royal Ontario Museum Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2005. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  14. Petersen, Klaus & Allan C. Hutchinson. "Interpreting Censorship in Canada", University of Toronto Press, 1999
  15. Heritage Property Detail, Address: 100 QUEEN'S PARK. City of Toronto. ციტირების თარიღი: 22 September 2017
  16. Guide Rating and Review: Large Museum Shops (12 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 25 September 2013
  17. Patricia Harris Gallery of Textiles & Costume. Royal Ontario Museum. ციტირების თარიღი: 19 September 2013
  18. Toronto Arts Online. Toronto Arts Online (7 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 September 2013
  19. Ignacio Villarreal. The First Art Newspaper. ციტირების თარიღი: 25 September 2013
  20. Housepaint Blog (13 December 2008). ციტირების თარიღი: 25 September 2013
  21. BlogTO (2 May 2008). ციტირების თარიღი: 25 September 2013
  22. Here We Are Here: Black Canadian Contemporary Art en. ციტირების თარიღი: 2020-05-23