ონორე იურფე (დ. 11 თებერვალი, 1568, მარსელი — გ. 1 ივნისი, 1625, ვილფრანში) — ფრანგი მწერალი, პასტორალური რომანის ფუძემდებელი, პრეციოზული ლიტერატურის წარმომადგენელი. მისი მთავარი ნაწარმოებია ხუთნაწილიანი რომანი „ასტრე“ (ნაწილი 1-3 1607–1617; ნაწილი 4-5 1627–1628). რომანში გაიდეალებულია საზოგადოებისგან განცალკევებული და ბუნებაში თავშეფარებული ახალგაზრდა არისტოკრატიის ცხოვრება და გალანტურ-ჰეროიკული სიყვარული. მას ეკუთვნის ასევე „ზნეობრივი მიმართვები“ (1598), პასტორალური პოემა „სირენა“ (1604), „ტყის არაკი“, „სილვანირი ანუ ცოცხალი მიცვალებული“ (1627).

ონორე იურფე
ფრანგ. Honoré d'Urfé
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1568[1]
დაბადების ადგილი მარსელი[2]
გარდაცვალების თარიღი 1 ივნისი, 1625(1625-06-01)[3] [4] [5] [6] [7] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი Villefranche-sur-Mer[2]
საქმიანობა პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და მწერალი[8]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
Magnum opus L'Astrée
მეუღლე Diane de Châteaumorand
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება