ონის სინაგოგა
ონის სინაგოგა (ებრ. בית הכנסת הגדול של טביליסי) — უმოქმედო სინაგოგა ონში, რომელიც 1895 წელსაა აგებული. მდებარეობს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე.
ონის სინაგოგა | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | იუდაიზმი |
ქვეყანა | საქართველო |
ფუნქციური სტატუსი | არ ფუნქციონირებს |
არქიტექტურის დეტალები
რედაქტირებასინაგოგა აიგო ეკლექტიზმის სტილში 1895 წელს. საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ. სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი, დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ.
სინაგოგას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].