ონისიფორე (ონისე) ზაქარიას ძე დოლიძე (? — გ. 31 მარტი, 1918, ბათუმი) — ქართველი ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე.

1914 წელს დაამთავრა სერგეის საარტილერიო სასწავლებელი ოდესაში და გაიგზავნა ოსოვეცის ციხესიმაგრის (ახლანდ. პოლონეთი) საარტილერიო ნაწილში. პოდპორუჩიკმა დოლიძემ თავი გამოიჩინა I მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარებისგან ოსოვეცის დაცვაში, (1915 წლის იანვ.-თებ.) რისთვისაც „გიორგის იარაღით“ (ოქროს იარაღი მამაცობისთვის) დაჯილდოვდა. ამავე ბრძოლაში დაჭრილი იყო, თუმცა მწყობრში დარჩა. მიღებული ჰქონდა ასევე წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაბთით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1915) და წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1916) ხარისხის ორდენები. 1918 წლიდან ქართულ ჯარში მსახურობდა შტაბს-კაპიტნის წოდებით. 1918 წლის 31 მარტს გმირულად დაიღუპა ოსმალეთის არმიის მიერ ბათუმის ოკუპაციის დროს ანარიის ფორტის დაცვისას კაპიტან სიმონ შავგულიძესთან, პორუჩიკ აბესალომ ხარაიძესთან, პრაპორშჩიკ დავით ვანიძესთან და 50-მდე რიგითთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება