ონეზაშვილები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ონეზაშვილები}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ონეზაშვილი — ქართული გვარი.
წარმოშობა
რედაქტირებაგვარი ონეზაშვილი წარმოდგება სახელი ონესას ფუძიდან. შემდეგ ფუძისეული „ს“ შეიცვალა „ზ“-თი და ონეზაშვილად დაიწერა. სამოქალაქო რეესტრის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 265 ონეზაშვილი ცხოვრობს.[1] აქედან 85 კასპის რაიონში, ძირითადად კი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, 50 გორის რაიონში, 109 თბილისში. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ასევე კახეთში. კახეთსა და გორის რაიონში ონეზაშვილები სავარაუდოდ კასპის რაიონიდან გადასახლდნენ. გორელი ონეზაშვილების ცნობით, მათი წინაპარი დასახლდა გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში, თუმცა არ იციან ეს ზუსტად როდის მოხდა და საიდან ჩავიდა.სავარაუდოდ ეს მე–19 საუკუნის მიწურულს, ან მე–20 საუკუნის დასაწყისში უნდა მომხდარიყო.რაც შეეხება კასპის რაიონის სოფელ სასირეთს,სადაც ონეზაშვილთა უმრავლესობა ცხოვრობს, შემორჩენილია ძველი საფლავის ქვა, რომელიც მე–19 საუკუნით თარიღდება და ზედ ონეზაშვილის გვარია ამოტვიფრული. ონეზაშვილები თბილისში სასირეთიდან და გორიდან არიან გადასახლებულები.რამდენიმე ათეული ონეზშვილი ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქშიც. ისინი იქ საბჭოთა პერიოდში გადასახლდნენ.
საარქივო ჩანაწერებში გვარი ონეზაშვილი XVII საუკუნეში გვხვდება. სახელმწიფო არქივში ინახება ამავე საუკუნის თამასუქი, რომლის მიხედვით ერთ-ერთ ონეზაშვილს ეპისკოპოსისაგან ვალი ჰქონია აღებული.