ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია
ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია — IX-X საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. მდებარეობს ვაშლიჯვრის დასავლეთით, 300 მეტრზე, სასაფლაოსთან ახლოს, ფერდობზე.
ონადირის წმ. გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°45′27″ ჩ. გ. 44°45′01″ ა. გ. / 41.75750° ჩ. გ. 44.75028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
ეკლესია დარბაზულია (5,3 X 4 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის თლილი ქვებით. წყობა არარეგულარულია. მოგვიანებით (დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებში) ეკლესია განუახლებიათ. აღდგენილი ნაწილებიც ქვიშაქვისაა, მაგრამ წყობა შედარებით ტლანქია. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული:ნჩამონგრეულია კამარა და კონქის ნაწილი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილს (სიმაღლე 1,7 მეტრი) გარედან, ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა ფარავს. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთის წირთხლის ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული დაბალი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებული ყოფილა ორსაფეხურიან სადა პილასტრებზე დაყრდნობილი ორ-ორი თაღით. მსგავსი პილასტრების ნაწილებია შემორჩენილი დასავლეთის ორივე კუთხეში. ეკლესიის ფასადებიდან თავდაპირველი წყობა ყველაზე მეტად ჩრდილოეთის ფასადს შემორჩა. გრძივი ფასადები გაფორმებული ყოფილა ბრტყელ პილასტრებზე დაყრდნობილი სამი თაღი (შემორჩენილია ჩრდილოეთის ფასადის სამივე პილასტრის ქვედა ნაწილები). ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში რელიეფი სადა და დისკოა. მსგავსი დისკო აღმოსავლეთის ფასადის სამხრეთ ნაწილშიცაა — მიწიდან 1,8 მეტრ სიმაღლეზე. ამავე ფასადზე სარკმლის ღიობის წყობაში ჩართულია ქვა (შესაძლოა თავდაპირველი სარკმლის საპირის), რომლის პროფილს შეადგენს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული სადა სიბრტყე. მსგავსი პროფილის ქვაა ჩართული ჩრდილოეთის ფასადის აღდგენილ ნაწილშიც. ამჟამად ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13026
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 531.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 466, ISBN 99928-20-32-2.