ომოვუმნი "ვუმნი" ა. სადიკი ( დ. 19 ივნისი, 1964, ლაგოსი, ნიგერია) — ნიგერიელი პროფესორი, ქიმიკოსი და გამომგონებელი, რომელიც მოღვაწეობს ბინგჰემპტონის უნივერსიტეტში. მან შეიმუშავა მიკროელექტროდის ბიოსენსორები ნარკოტიკების და ფეთქებადი ნივთიერებების აღმოსაჩენად, ავითარებს ნარჩენებისგან ლითონის იონების დამუშავების ტექნოლოგიას გარემოსდაცვითი და სამრეწველო მიზნებისთვის. მეცნიერმა 2012 წელს დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია Sustainable Nanotechnology (მდგრადი ნანოტექნოლოგიები).[3]

ომოვუნმი სადიკი
ინგლ. Omowunmi Sadik
დაბ. თარიღი 19 ივნისი, 1964(1964-06-19) (60 წლის)
დაბ. ადგილი ლაგოსი
მოქალაქეობა  ნიგერია
საქმიანობა მასწავლებელი, გამომგონებელი და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი Binghamton University
ალმა-მატერი University of Lagos და University of Wollongong
ჯილდოები Fellow of the American Institute for Medical and Biological Engineering, Fellow of the Royal Society of Chemistry, Fellow of the African Academy of Sciences[1] და Nigerian National Order of Merit Award[2]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ომოვუმნი სადიკი დაიბადა 1964 წელს ლაგოსში, ნიგერიაში. მის ოჯახში იყო რამდენიმე მეცნიერი, რომლებიც მხარს უჭერდნენ გოგონას ინტერესებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართ. 1985 წელს გახდა ლაგოსის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი ქიმიის დარგში, რასაც 1987 წელს მოჰყვა მაგისტრის ხარისხი ქიმიაში. შემდეგ სადიკიმ სწავლა გააგრძელა ავსტრალიის ვოლონგონგის უნივერსიტეტში, სადაც 1994 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ქიმიაში.[4]

1994 წლიდან 1996 წლამდე ომოვუმნი სადიკის დაენიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების პოსტდოქტორანტურის სტიპენდია აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოში კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.შემდეგ ბინგემტონის უნივერსიტეტში მიიღო ქიმიის ასისტენტ პროფესორის თანამდებობა. 2002 წელს გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2005 წელს — პროფესორი. ამავე დროს, დაინიშნა ბინგჰემტონში მოწინავე სენსორებისა და გარემოს სისტემების ცენტრის (CASE) დირექტორის თანამდებობაზე. ხშირად დადიოდა კორნელის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების საზღვაო კვლევითი ლაბორატორიების მოსანახულებლად.

სადიკი დაკავებულია ზედაპირის ქიმიის შესწავლით, განსაკუთრებით ფოკუსირებულია ბიოსენსორების შემუშავებაზე, გარემოს ქიმიაში გამოსაყენებლად. მან აღმოაჩინა, რომ გამტარ პოლიმერები განსაკუთრებით პერსპექტიულია სენსორებში გამოსაყენებლად. სადიკმა

შეიმუშავა მიკროელექტროდის ბიოსენსორები, რომლებიც მგრძნობიარეა ორგანული მასალების გარკვეული რაოდენობის მიმართ — ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნარკოტიკებისა და ბომბების აღმოსაჩენად. ის ასევე სწავლობს ნარჩენების დეტოქსიკაციის მექანიზმებს, როგორიცაა ქლორორგანული ნივთიერებები გარემოში, სამრეწველო და გარემოსდაცვითი ნარჩენებისგან ლითონის იონების გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავების მიზნით. ერთ პროექტში მიკრობულმა ფერმენტებმა გაზარდეს მაღალი ტოქსიკური ქრომის(VI) არატოქსიკური ქრომის(III) კონვერსია 40%-დან 98%-მდე. სადიკს ეკუთვნის 135-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომი და საპატენტო განაცხადი. 2011 წელს იგი ხელმძღვანელობდა გორდონის პირველ კონფერენციას ეკოლოგიური ნანოტექნოლოგიების შესახებ.

2012 წელს სადიკმა და ბარბარა კარნმა დააარსეს Sustainable Nanotechnology (მდგრადი ნანოტექნოლოგიები) —არაკომერციული საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ნანოტექნოლოგიის  პასუხისმგებლობით გამოყენების რეგულირება   მთელ მსოფლიოში.

სადიკი არის ქიმიის სამეფო საზოგადოების (2010) და სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ამერიკული ინსტიტუტის არჩეული წევრი ( 2012 ).

ის ასევე არის ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრი, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვის სააგენტოსთან და ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან. შდიოდა ჯანმრთელობის ინსტრუმენტებისა და სისტემების ეროვნული ინსტიტუტების კვლევითი ჯგუფის შემადგენლობაში.

მეცნიერი ჩართულია საერთაშორისო თანამშრომლობაში იუნესკოს ბიოდინამიკის საერთაშორისო ცენტრთან ბუქარესტში, რუმინეთში, ეგეოსის უნივერსიტეტთან თურქეთში და ფუკუის უნივერსიტეტთან იაპონიაში.

Ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000 — ეროვნული კვლევის საბჭოს (NRC) COBASE სტიპენდია
  • 2001 — კანცლერის პრემია კვლევებისთვის მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში, SUNY
  • 2002 — კანცლერის პრემია წამყვანი გამომგონებლებისთვის, SUNY
  • 2003-2004ჰარვარდის უნივერსიტეტის რედკლიფის განსაკუთრებული სტიპენდია
  • 2005-2006 — სტიპენდია NSF Discovery Corps Senior Fellowship
  • 2016 — ნიგერიის ეროვნული ღირსების ორდენი დამსახურებისთვის (NNOM) [5]
  • 2017 — ჯეფერსონ ფლოუს მეცნიერ-თანამშრომელი
  • ავსტრალიის ჯილდო დამსახურებისთვის.
  1. https://aasciences.ac.ke/fellow/sadik-omowunmi
  2. https://web.archive.org/web/20190410141610/https://www.tribuneonlineng.com/43152/
  3. "2017 Jefferson Science Fellow". The National Academies of Sciences, Engineering, and Medicine. 2017. Retrieved 29 July 2017.
  4. Omowunmi "Wunmi" Sadik Department of Chemistry, State University of New York at Binghamton. Retrieved 13 November 2015.
  5. Idoko, Clement (2016-11-25). „FG names Professors Omowunmi, Ojaide 2016 winners of NNOM award“. Nigerian Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-10. ციტირების თარიღი: 2018-12-28.