ომარ ძაგნიძე
ომარ ძაგნიძე (დ. 1 იანვარი, 1935, სალხინო) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2002).
ომარ ძაგნიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1935 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ხოლო 1962 წელს ასპირანტურა.
1962-1966 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ასისტენტად. 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის უნივერსიტეტში: 1966-1970 წლებში — უმცროსი, 1970-1989 წლებში — უფროსი, 1989-2006 წლებში — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზეა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა: ნამდვილი ცვლადის ფუნქციებისთვის შემოიღო კუთხური გრადიენტის და ძლიერი გრადიენტის ცნება. დაადგინა ძლიერი გრადიენტის თითქმის ყველგან არსებობა ცვლადსაზღვრებიანი ორმაგი ინტეგრალისთვის და ცვლადსაზღვრიანი პარამეტრის შემცველი ინტეგრალისთვის. შემოიღო ორი ცვლადის ფუნქციის გლუვობის ცნება და დაადგინა გლუვობის კავშირი დიფერენცირებადობასთან და სიმეტრიულ დიფერენცირებადობასთან. გამოიკვლია ორგანზომილებიან სფეროზე ფურიეს ანალიზის საკითხები L2 სივრცის ფუნქციებისათვის. დაამტკიცა ფურიეს ორმაგი ტრიგონომეტრიული მწკრივების წევრობრივი ინტეგრების მართლზომიერება, თუნდაც მწკრივი განშლადი იყოს ყველგან. მის მიერ შემოღებული H-წარმოებულისთვის დაადგინა კლასიკური ანალიზის ყველა ფორმულა-წესის მართებულობა. გარდა ამისა, დაადგინა H-წარმოებულის არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობები — კოში-რიმანის პირობების ანალოგიური; კვატერნიონული ფუნქციისთვის, როგორც ორი კომპლექსური ცვლადის ფუნქციისთვის, მიიღო ინტეგრალური და ხასისხოვანი მწკრივით წარმოდგენები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფურიეს მწკრივები : სახელმძღვანელო (ავტორი). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2015, გვ. 268 — ISBN: 9789941134128
- რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი: 40 000 ტერმინი (თანაავტორი). თბ., 2010, გვ. 459
- ნამდვილ ცვლადთა ფუნქციების უწყვეტობა და დიფერენცირებადობა (ავტორი). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2010, გვ. 497 — ISBN: 9789941131462
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. თბ., 2016, გვ. 297-298