ომარ ნადარეიშვილი
ომარ ნადარეიშვილი (დ. 5 მარტი, 1942, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი და მეცნიერი.
ომარ ნადარეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1942 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.
1965-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომიტეტში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1967-1968 წლებში — მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1968-1982 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში უფროსი ინჟინრის, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; აქვე, 1974-1978 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1978-1980 წლებში სხვა სპეციალისტებთან ერთად მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალეპოში მესკენეს რაიონის მელიორაციული სამუშაოების ჩასატარებლად; 1982 წლიდან მუშაობდა საპროექტო უნივერსიტეტ „ჰიდროთევზპროექტის“ ამიერკავკასიის განყოფილებაში მთვარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 1992 წელს აირჩიეს მრავალდარგოვანი მცირე საწარმოს „ვერხვის“ პრეზიდენტად, 2003 წლიდან დაინიშნა შპს „გლდანის გამწვანების“ დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1981 წელს "დიდი კავკასიონის მყინვარული ჩამონადენი".
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 201