ომარ მინდორაშვილი

ომარ მინდორაშვილი (დ. 27 მარტი, 1943, თბილისი, საქართველო — გ. სექტემბერი, 2018) — ქართველი კომპოზიტორი.

1969 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კლარნეტის კლასი), ხოლო 1976 წელს (საკომპოზიციო).

1968–1974 წლებში იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტმეისტერი; 1974 წლიდან თბილისის 31–ე საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო სტუდიის ხელმძღვანელი; 1979 წლიდან ასწავლიდა ბლოკ–ფლეიტას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლა–ათწლედში.

დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები — სიმფონია (1980), კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1981), პოემა (1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები — კვინტეტი ხისჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის (1975), სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1977), საფორტეპიანო პიესების ციკლი (1977), ნონეტი (1977), იუმორესკა ბლოკ–ფლეიტის ანსამბლისათვის (1979), პარაფრაზები ბლოკ–ფლეიტის ანსამბლისათვის (1980), სექსტეტი ფორტეპიანოსა და სასულე ინსტრუმენტებისათვის (1981); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის (1983); ვოკალური ციკლები, საბავშვო სიმღერები და ინსტრუმენტული პიესები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება