ომარ რევაზის ძე კილასონია (დ. 2 მაისი, 1941) — ქარელის რაიკომის პირველი მდივანი 1978-1989 წლებში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. არის 15 სამეცნიერო შრომის ავტორი.

ომარ კილასონია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1959 წლიდან იყო კოლმეურნე, 1960-1965 წლამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი. 1965-1974 წლამდე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოლხეთის საცდელი სადგურის მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე, დირექტორი. 1969 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის ასპირანტურა.

პარტიული მოღვაწეობა

რედაქტირება

სკკპ წევრი 1970 წლიდან. 1974 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსტრუქტორი. 1977 წლიდან საქართველოს კომპარტიის ქარელის რაიკომის მეორე მდივანი, ხოლო 1978 წლიდან პირველი მდივანი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. საქართველოს სსრ მეცხრე და მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

  • „ქარელი ისტორიის ანალებში“ — წიგნში მოთხრობილია ქარელის რაიონის თითოეული სოფლის ისტორია, რომელსაც რაიკომის მდივნად მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროებში გასცნობია ავტორი. წიგნი მნიშვნელოვანი დოკუმენტური წყაროა ამჟამად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მდგომარეობის, მოსახლეობის, გვარების და ა.შ. შესასწავლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება