ომარ კიკვიძე
ომარ კიკვიძე (დ. 13 დეკემბერი, 1961, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ომარ კიკვიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1961 (62 წლის) |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 წლიდან იყო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი. 1980 წლიდან სწავლა გააგრძელა და 1984 წელს დაამთავრა ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, „მანქანების დინამიკა და სიმტკიცე“ სპეციალობით. 1989 წელს დაამთავრა მსტუ-ს ასპირანტურა „მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა“ სპეციალობით.
1992-1995 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი. 1984-1986 წლებში იყო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობის კათედრის ასისტენტი. 1989-1992 წლებში ლითონების წნევით დამუშავების კათედრის გამგე. 2004-2006 წლებში მშენებლობის კათედრის გამგე. 1997-2005 წლებში სამაგისტრო სწავლების ფაკულტეტის დეკანი. 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი. 2011-2012 წლებში სამეცნიერო ჟურნალის „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მოღვაწეობდა ესენოვის სახელობის კასპიის ტექნოლოგიებისა და ინჟინერინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა, ტექნილოგიური მექანიკა, მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირება, თერმოდრეკადი ღეროების გეომეტრიულად არაწრფივი ამოცანები, არაწრფივი-ბლანტი-განმტკიცებადი მასალების არხებში დინების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება, ფორმის მეხსიერების მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების გაანგარიშება, სადაც, მასალის მდგრადობის ინტეგრალური პირობის საფუძველზე მიღებულია განმსაზღვრელი განტოლებები არადრეკადი დეფორმირებისათვბის თერმომექანიკური დატვირთვისას. გამოქვეყნებული აქვს 86 სამეცნიერო სტატია.
1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფორმის მეხსიერების მქონე მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების ანგარიში.“ [1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კონტურული იარაღებით დამუშავების ეფექტიანობა : მონოგრაფია ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ -ტის გამ-ბა, 2014 გვ. 151- ISBN: 9789941455896
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე თბ., 2016 გვ. 235-236