ომარაანის ღვთისმშობლის ეკლესია

ომარაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომარაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, ლაშქარაანთწყაროსთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნით თაღიანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა, გარეთკენ შევიწროებული სარკმელი, რომლის მარცხენა მხარეს ორი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია შირიმის მთლიანი ქვის ტრაპეზი, რომელზეც ამოკვეთილია ორი მაღალი ჯვარი. ჩრდილოეთ კედლის შუაში სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედლის ღერძზე - ოთხკუთხა ნიში. აფსიდის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. ნახევარწრიულია კამარაც. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები წრიული გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება