ოლშტინის ტრამვაი
ოლშტინის ტრამვაი – ტრამვაის სისტემა პოლონეთის ქალაქ ოლშტინში. მოქმედებდა 1907-1965 წწ, 2015 წლის დეკემბერში ოლშტინში ტრამვაის სისტემა ხელახლა გაიხსნა.
ისტორია
რედაქტირება1907–1939
რედაქტირებაოლშტინში ტრამვაის ქსელის აშენება 1905 წელს გადაწყდა. 1907 წლის 15 დეკემბერს ამოქმედდა პირველი ხაზი, რომლის სიგრძე 2,3კმ-ს შეადგენდა.
1945–1965
რედაქტირება1943 წელს ოლშტინში გაიხსნა ტროლეიბუსის პირველი ხაზი, რასაც მოყვა ტრამვაის ხაზების ტროლეიბუსებით ჩანაცვლება და 1965 წლის 20 ნოემბერს ტრამვაი მთლიანად გაუქმდა.
ახალი სისტემის მშენებლობა
რედაქტირებაოლშტინში ტრამვაის აღდგენაზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო. ოლშტინელი ტრამვაის ფანების აქტიურობით და ქალაქის მერიასთან მათი თანამშრომლობით 2006 წლის 1 მაისს ქალაქის ცენტრში დაიდგა შეკეთებული ისტორიული ტრამვაის ვაგონი. ამავე წელს ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით დაიგეგმა 10,5კმ სიგრძის ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულებულიყო. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. 6 დეკემბერს ჩატარდა ღია კარის დღე და ტრამვაის ვაგონმა პირველად გადაიყვანა მგზავრები, სპეციალური სვლით. 19 დეკემბერს გაიხსნა №1 მარშრუტი, 27 დეკემბერს_№2, ხოლო 31 დეკემბერს_№3.
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირება2017 წლის მდგომარეობით ოლშტინში ექსპლუატაციაშია Solaris Tramino S111o მარკის 15 ტრამვაის ვაგონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Andrzej Bobrowicz: Olsztyn. In: Tramwaje w Polsce. 1. Auflage. Księży Młyn Dom Wydawniczy, Łódź 2013, ISBN 978-83-7729-215-0, S. 166–170.