ოლომოუცის წმინდა სამების კოლონა
წმინდა სამების კოლონა (ჩეხ. Sloup Nejsvětější Trojice) — ბაროკოს სტილის მონუმენტი ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში. აგებულია 1716 – 1754 წლებში, ღვთის სადიდებლად. მისი მთავარი მიზანი იყო კათოლიკური ეკლესიისა და მისი რწმენისადმი მიძღვნილი სანახაობრივი მონუმენტის შექმნა, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმ მადლიერების გრძნობით, რომელიც შავი ჭირის დასრულებას ახლდა თან. ეს ეპიდემია მორავიას 1714 - 1716 წლებში უტევდა. კოლონა ასევე იყო ადგილობრივი პატრიოტიზმის გამოხატულება, რომელმაც ქალაქის ყველა ხელოსანი, ხელოვანი თუ უბრალო მოქალაქე ერთად შეყარა მის ასაგებად. მასზე გამოსახული ყველა წმინდანი გარკვეულწილად დაკავშირებულია ოლომოუცთან.
ოლომოუცის წმინდა სამების კოლონა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°35′38″ ჩ. გ. 17°15′01″ ა. გ. / 49.59389° ჩ. გ. 17.25028° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 859 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 859 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კოლონა ჩეხეთის რესპუბლიკის ბაროკოს სტილის უდიდესი სკულპტურული ჯგუფია. 2000 წელს, ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც „ცენტრალური ევროპის ბაროკოს ხელოვნების აპოგეის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიმუში".