ოლინთოსის ომი
ოლინთოსის ომი — მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის ომი ოლინთოსისა და მისი მოკავშირის ნ.-კ. ქალკიდიკეს 32 ქალაქის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 349-348 წლებში. ათენმა ოლინთოსს დახმარება აღუთქვა, მაგრამ ათენის იმდროინდელი უგერგილო ხელმძღვანელობის მიზეზით დახმარება დაგვიანებული და არაეფექტური გამოდგა, მხოლოდ დემოსთენე ხედავდა მაკედონიის მხრივ დიდ საშიშროებას და მგზნებარედ მოუწოდებდა თანამოქალაქეებს ენერგიული მოქმედებისაკენ. ამასობაში ფილიპე II-მ ქალკიდიკეს მთელი რიგი ქალაქები და ძვ. წ. 348 წლის გაზაფხულზე ოლინთოსს ალყა შემოარტყა, დაარბია, დაანგრია და დაწვა. მოსახლეობის ნაწილი მონებად გაყიდეს მაღაროებში, ნაწილი კი თრაკიაში გადაასახლეს. დემოსთენეს თქმით, იგივე ბედი ეწია ოლინთოსის მოკავშირე ბევრ ქალაქსაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 521.