ოლიგოფაგია

ცხოველთა კვება რამდენიმე სახეობის საკვებით

ოლიგოფაგია (ბერძ. ολιγος — „მცირე“, „მცირეოდენი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვების რეჟიმი, როდესაც ისინი მხოლოდ რამდენიმე სახეობის საკვებს ჭამენ. ოლიგოფაგებს განეკუთვნება მრავალი ფეხსახსრიანი, რიგი ჭიაყელები, მოლუსკები, თევზები, ფრინველები (მწერიჭამიები, მარცვლეულჭამიები, ნაყოფჭამიები, მტაცებლები — თევზიჭამიები, ორნითოფაგები), ძუძუმწოვრები (ბალახიჭამიები, ნაყოფჭამიები და სხვ.). მცენარეჭამია მწერებს შორის ოლიგოფაგების ტიპური მაგალითებია თეთრულების სახეობები, რომლებიც გარკვეული ოჯახების — კომბოსტოსებრთა, პარკოსანთა და სხვათა — მცენარეებზე ვითარდებიან. ოლიგოფაგები განსაკუთრებით გავრცელებული არიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც სახეობებს შორის ძლიერი კონკურენციაა საკვებზე. გამოყოფენ კვებაში სპეციალიზაციის უკიდურეს ფორმას — მონოფაგიას.[1]

  1. Олигофаги // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 101.