ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოლექსა დოვბუში (დ.1700, სოფელი პეჩენიჟინი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა— გ. 24 აგვისტო, 1745, სოფელი კოსმაჩი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა ) — კარპატების ოპრიშკების ამბოხებულთა მოძრაობის ხელმძღვანელი. სახალხო გმირი, რომელსაც ხშირად ადარებდნენ რობინ ჰუდს.[1][2]

ოლექსა დოვბუში

ოლექსა დოვბუში—ოპრიშკების მეთაური
მშობლიური სახელი უკრ. Олекса Васильович Довбуш
დაბადების თარიღი 1700
სოფელი პეჩენიჟინი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო (4 სექტემბერი) 1745
სოფელი კოსმაჩი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
საქმიანობა უკრაინული მოძრაობა — კარპატელი ოპრიშკების ხელმძღვანელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოლექსა დოვბუშის მამა — ვასილი დოვბუში ღარიბი ჰუცული გლეხი გახლდათ. ბავშვობაში ბიჭუნა მუნჯი იყო. როგორც ამბობდნენ, იგი განკურნა მოლფარმა იოზეფ იავნიმ.[3]

ოლექსა დოვბუში ადრე შეუერთდა აღმოსავლეთ კარპატების მკვიდრ მებრძოლებს, რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ  ოპრიშკების მობილურ რაზმებში. მათ საქმიანობას ფეოდალებისა და მათი თანამზრახველების გადაჭარბებული სიმდიდრის გადანაწილება წარმოადგენდა უღარიბესი გლეხობის სასარგებლოდ. დოვბუშის საქმიანობას ფართოდ დაუჭირა მხარი ადგილობრივმა მოსახლეობამ — ლეგენდის თანახმად,  მას ერთხელ დაეხმარა ჰასიდიზმის მომავალი დამფუძნებელი ბაალ შემ ტოვიც, რომელსაც ოპრიშკის ლიდერმა მადლიერების ნიშნად ჩიბუხი გადასცა.

1738 წელს დოვბუში უკვე ხელმძღვანელობდა  აჯანყებულთა ძლიერ რაზმს, რომელიც მოქმედებდა არა მხოლოდ ოლექსას მშობლიურ მიწაზე —პეჩენეჟინის რეგიონში და ახლომდებარე იაბლუნივის უღელტეხილზე — არამედ უკრაინის კარპატების სხვადასხვა მიდამოებში —ბუკოვინასა და ტრანსკარპატიაში. ოპრიშკების რაზმები, დოვბუშის ხელმძღვანელობით, ხშირად ეშვებოდნენ გალიციის და რუსეთის კარპატების  დაბლობებზე. თავს ესხმოდნენ პოლონელი, რუმინელი და უნგრელი დიდებულების და მიწის მესაკუთრეთა მამულებს, მევახშეებს და მოიჯარეებს. ოლექსა დოვბუში  ჩამორთმეულ ქონებას ღარიბ გლეხებს ურიგებდა.

თავდაპირველად ოლექსა თავის ძმასთან, ივანთან ერთად მოქმედებდა, მაგრამ  1739 წელს ძმებმა იჩხუბეს, რა დროსაც  ივან დოვბუშმა ოლექსას ფეხზე სერიოზული დაზიანებები მიაყენა ბარტით (ოლექსა კოჭლობდა სიცოცხლის ბოლომდე) . ამის შემდეგ რაზმი გაიყო.

1740 წელს ოპრიშკებისს მოძრაობამ დოვბუშის ხელმძღვანელობით კულმინაციას მიაღწია. პოლონეთის ჯარების თავდასხმის შედეგად, ოპრიშკებმა უკან დაიხიეს ბუკოვეცის მდელოზე, საიდანაც ისინი დაეშვნენ ჩერნოგორაში, კოლომიაში, ბუკოვინასა და ტრანსკარპატიაში.

1744 წელს ოლექსა დოვბუში მოქმედებდა თურქისა და დროგობიჩის მიდამოებში. მან  რამდენიმე დარბევა მოაწყო სოლოტვინსა და ნადვირნაზე, მცირე ხნით აიღო ბოგოროდჩანსკაიას ციხე. ოლექსა დოვბუში ვერაგულად  მოკლა სოფელ კოსმაჩის (ამჟამად ივანო-ფრანკოვსკის ოლქი) მკვიდრმა სტეპან დზვინჩუკმა, რომელიც თანამშრომლობდა პოლონელ აზნაურებთან. მალე რამდენიმე ადგილობრივმა აზნაურმა თავი დოვბუშის მკვლელად გამოაცხადა.[4][5]

 
უკრაინის საფოსტო მარკა, რომელიც მიეძღვნა ოლექსა დოვბუშის დაბადების 300 წლისთავს

ოლექსა დოვბუშის საქმიანობამ და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ თავისი ასახვა ჰპოვა ხალხურ მოთხრობებსა და ლეგენდებში. ასევე გაჩნდა მრავალი ტოპონიმი, მათ შორისაა: "დოვბუშის კლდე", "დოვბუშის ქვა" (მაგალითად, „დოვბუშის კლდეები“ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში. ).[6][7]

 
ოლექსა დოვბუშის კლდეები

ოპრიშკების უფროსის პიროვნება ცნობილია არა მხოლოდ უკრაინული ფოლკლორისთვის, არამედ გვხვდება უნგრულ, პოლონურ და მოლდავურ ლიტერატურასა და ხალხურ თქმულებებში.  1941 წელს მოქანდაკე და კინორეჟისორმა ივანე კავალერიძემ დაიწყო ომის შედეგად შეწყვეტილი ფილმის გადაღება სახელწოდებით „ლეგენდა დოვბუშზე“. 1960 წელს რეჟისორმა ვიქტორ ივანოვმა იმავე სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი ოლექსა დოვბუშის ცხოვრების შესახებ, მთავარ როლს ასრულებდა აფანასი კოჩეტკოვი. 2018 წელს გამოვიდა ფილმი „კარპატების ლეგენდა“.[8][9]

პეჩენეჟინში, კოლომიის რეგიონში, შეიქმნა ოლექსა დოვბუშის ადგილობრივი  ისტორიის მუზეუმი (ივანო-ფრანკოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი).

ოლექსა დოვბუშის სახელობის ქუჩები არის  კიევში, ვინიცაში, ჩერნივციში, ლვოვში და ივანო-ფრანკოვსკში.

2021 წელს დასრულდა ახალი უკრაინული ფილმის „დოვბუშის“ გადაღება, რომლის პრემიერა 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი.[10]

  1. "Opryshky movement in the Carpathians". Wiki Carpathians. Retrieved 17 May 2015.ს
  2. Orest Subtelny, Ukraine: A History, Toronto Press, 2000, ISBN 0-8020-8390-0, p. 192
  3. Довбуш Олекса Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 8 : Дебитор — Евкалипт. — С. 379. (რუს.)
  4. Історія міст і сіл Української РСР: В 26 т. Івано-Франківська область / Ред. кол. тома: Чернов О. О. (гол. редкол.), Бернацек Т. В., Васюта І. К., Владико Н. М., Гараць В. Й., Кайкан П. Ф., Калита В. Д., Кучеров М. К., Мельничук Я. С., Паркулаб В. М., Педашенко Г. М., Правдива Л. М., Синиця О. І., Столярчук В. Я., Сьома О. П., Федорів Є. В., Федорчак П. С., Хвостін М. П. (заст. гол. редкол.), Ясінський А. Л. (відп. секр. редкол.). АН УРСР. Інститут історії. — К.: Голов. ред. УРЕ АН УРСР, 1971. — 640 с. — С. 16 (უკრ.)
  5. В. В. Грабовецький. Антифеодальна боротьба карпатського опришківства XVI—XIX ст. — Львів, 1966. — С. 66–79, 82–142, 169 (უკრ.)
  6. Грабовецький В. Легендарні опришки — лицарі Карпат (ХVІ-ХІХ ст.) в літописі та ілюстраціях: моногр. / В. Грабовецький ; ПНУ ім. В. Стефаника: Ін-т історії і політології ; Івано-Франків. історико-мемор. музей Олекси Довбуша. — 2-е вид., доп. — Івано-Франківськ: Нова Зоря, 2008. — 463 с. : іл (უკრ.)
  7. Ю. Федькович також написав інші твори про пригоди Довбуша, такі як поезії «Дзвінка»; «Убогий леґінь», п'єсу «Довбуш» тощо (უკრ.)
  8. Л. С. Первомайський. Олекса Довбуш: Драматична поема. К. : Молодь, 1946. — 184 с. (უკრ.)
  9. Єрофеєв І. Олекса Довбуш / І. Єрофеєв. — К. : Рад. письменник, 1945. — 99 с. (უკრ.)
  10. Прокат фильма "Довбуш", в котором сыграли франковские актеры, перенесли на 2022. frankivsk-trend.in.ua (25 აგვისტო 2021). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2021.(რუს.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლექსა_დოვბუში“-დან