ოლეგ სენცოვი
ოლეგ გენადის ძე სენცოვი (უკრ. Олег Геннадійович Сенцов; დ. 13 ივლისი, 1976, სიმფეროპოლი) — უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი.
ოლეგ სენცოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 ივლისი, 1976 სიმფეროპოლი, უკრაინის სსრ |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
დაიბადა ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სიმფეროპოლში, უკრაინის სსრ-ში. 1993-1998 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში. 2008-2009 წლებში გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2011 წელს გამოვიდა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოთამაშე“.
აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის ევრომაიდანის აქციებში, ეხმარებოდა ყირიმში მყოფ უკრაინელ მეომრებს რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის დროს. მაისში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ოლეგ სენცოვი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრა[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოლეგ სენცოვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- For Ukrainian director Oleg Sentsov, a battle with no end in sight. „Los Angeles Times“. 16 ივლისი, 2014 (ინგლისური)
- კინემატოგრაფიული სამყარო მოითხოვს ოლეგ სენცოვის განთავისუფლებას. „რადიო თავისუფლება“, გოგი გვახარია, 23.06.2014
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უკრაინული კინოს დღეები საქართველოში. „ნეთგაზეთი“. 27.01.2015