ოლგა კონიაშვილი
ოლგა გიორგის ასული კონიაშვილი (დ. 1911, მაჰაჩყალა, ახლანდ. დაღესტნის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, — გ. 1994) — ქართველი მხატვარი.
დაიბადა საზოგადო მოღვაწის გიორგი კონიაშვილის და ელისაბედ ფლორენსკაიას ოჯახში. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. 1930-იან წლებში მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ბავშვთა სპექტაკლების გამფორმებლად, ასევე აფორმებდა დეკორაციებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისთვის. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუზეუმში, ეთნოგრაფიის ისტორიის განყოფილებაში. ამ პერიოდში შექმნა ეთნოგრაფიული ჩანახატების ალბომები, რომლებიც ასახავდა ქართული ყოფისა და კულტურის ამსახველ ნივთებს, სამოსს, ჭურჭლის ელემენტებს, არქეოლოგიური ექსპედიციების დროს გამოვლენილ ექსპონატებს. დაინტერესებული იყო ალპინიზმით, ორჯერ მონაწილეობდა მყინვარწვერის დალაშქვრაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კალანდია გ., მხატვარი, რომელმაც ეპოქას გაუსწრო. ჟურნალი „ისტორიანი“, 2019, №102.