ოკუპირებული სამხრეთ იემენის განმათავისუფლებელი ფრონტი
ოკუპირებული სამხრეთ იემენის განმათავისუფლებელი ფრონტი (შემოკ. FLOSY; არაბ. جبهة تحرير جنوب اليمن المحتل, რომანიზებული: jabhat taḥrīr janūb al-Yaman al-muḥtali) — არაბული ნაციონალური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა სამხრეთ არაბეთის ფედერაციაში (ბრიტანული პროტექტორატი; ამჟამად, სამხრეთ იემენი) 1960-იან წლებში. როდესაც ბრიტანელები შეეცადნენ ტერიტორიის დატოვებას, აბდულ ალ ასნაგმა FLOSY შექმნა. ბრიტანელების დატოვებისას, FLOSY შეეცადა ძალაუფლების მოპოვებას, თუმცა კიდევ ერთ სამხედრო დაჯგუფებასთან, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტთან წააწყდა წინააღმდეგობას.
ოკუპირებული სამხრეთ იემენის განმათავისუფლებელი ფრონტის შეიარაღებული ძალები | |
---|---|
მიმდინარე ფორმა | პარტიზანული |
ხელმძღვანელობა | |
შტაბის უფროსი | აბდულა ალ ასნაგი |
ცოცხალი ძალა | |
აქტიური | 1964 წ. – 7 ნოემბერი, 1967 წ. |
დისლოცირებული |
იემენის მთები და უდაბნოები, სამხრეთ არაბეთის პროტექტორატი |
წინაპირობები
რედაქტირებააბდულა ალ-ასნაგი იყო ადენის პროფკავშირების კონგრესის ლიდერი, რომელიც საქმიანობდა ბრიტანული პროტექტორატის შიგნით და გარეთ: ადენის პორტში.[1] 1950-იანი წლების ბოლოს, ეგვიპტელი პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერის პანარაბიზმი გავრცელდა რეგიონში და საფრთხე შეუქმნა ბრიტანეთისა და რეგიონის ტრადიციული ემირების ძალაუფლებას. ამის საპასუხოდ, ბრიტანელებმა შესძლეს მტრულად განწყობილი ემირების დარწმუნება, რომ სამხრეთ არაბეთის ფედერაციაში გაერთიანებულიყვნენ. ადენის პროფკავშირების კონგრესს დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ფედერაციულ ასამბლეაში, ხოლო 1962 წელს ფედერაციაზე კონტროლის აღკვეთის თავიდან აცილების მიზნით, ადენის კოლონია შეუერთდა ფედერაციას, რათა ადენის პრობრიტანული ასამბლეის წევრებს ATUC-ის გავლენისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.[1] ფედერაციაში ადენის გაწევრიანებიდან მომდევნო დღეს, იემენელი მონარქი მუჰამად ალ-ბადრი ტახტიდან ჩამოაგდეს და სამოქალაქო ომი დაიწყო ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტსა და ბრიტანეთის მიერ ზურგგამაგრებულ მონარქისტულ ძალებს შორის. კონფლიქტმა მოიცვა რეგიონი, 1963 წლის 10 დეკემბერს საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა ადენის სახელმწიფოში.[2] NLF-ის კამპანია ძალაუფლებისთვის გავრცელდა სამხრეთ არაბეთის ფედერაციაში 1964 წელს. 1964 წელს ახალმა მთავრობამ ლეიბორისტული პარტიის მეთაურობით გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. ისინი შეეცადნენ სამხრეთ არაბეთის ფედერაციისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას, ხოლო აბდულა ალ ასნაგს ქვეყნის კონტროლი დაავალეს. წინადადებას ვეტო დაადო ამერიკის პრეზიდენტმა ჯონსონმა, რომელსაც არ სურდა, რომ ბრიტანეთი წასულიყო, რადგან ამერიკელები ვიეტნამის ომში იბრძოდნენ.[2]
დაარსება
რედაქტირება1965 წელს, ბრიტანეთმა დაითხოვა სამხრეთ არაბეთის ფედერაციის მთავრობა და პირდაპირი კოლონიური მართველობა დაამყარა. იმის გაცნობიერება, რომ ბრიტანელები არ აპირებდნენ მართვის სადავეების გადაცემას, ასნაგმა ქვეყნიდან გაიქცა და NLF-ს შეუერთდა. თუმცა, NLF-ის ნაწილები გახდენენ შედარებით უფრო რადიკალური მარქსისტული და ეგვიპტელებს გამოეყვნენ.[3] ასნაგმა საკუთარი სამხედრო ორგანიზაცია შექმნა (FLOSY) იმისთვის, რომ NLF-ის შეწინააღმდეგებოდა,[2] თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე დაგმო ასნაგი და FLOSY, როგორც ნასერის კონტროლქვეშ არსებული იმპერიული ძალა. გარდა ამისა, ბრიტანეთზე თავდასხმის გამო FLOSY ბრძოლაში ჩაერთო.[2] 1967 წლის თებერვალში, ბრიტანეთს აღარ შეეძლო ადენში საკუთარი ბაზების კონტროლი ან მფარველობა, ამერიკული სურვილების წინააღმდეგ.[2] ნასერმა დააპატიმრა NLF-ის ხელმძღვანელი, რომელიც იმ დროს ეგვიპტეში ცხოვრობდა. ოფიციალურად, ორგანიზაციებმა FLOSY და NLF ბრიტანულ ძალებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვეს, რადგან არ სურდათ, რომ ბრიტანული იმპერიალიზმის აგენტებად დანახულიყვნენ.[4] ადენის უკანასკნელმა გუბერნატორმა სერ ჰემფრი ტრეველიანმა ქვეყანა დატოვა ისე, რომ აშკარა მემკვიდრე არ დაუჭერიათ. პატივისცემის ნიშნად, ტრეველინმა სამთავრობო სახლი ხელახლა შეღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული.[4] თუმცა, არაოფიციალური საიდუმლო მოლაპარაკებები გაიმართა ბრიტანელებსა და NLF-ს შორის, რომლებმაც შეთქმულება მოაწყვეს FLOSY-ს წინააღმდეგ, რათა ნასერის მხარდაჭერილი FLOSY დამარცხებულიყო.[5]
ფრონტის დასასრული
რედაქტირება1967 წლის 30 ნოემბერს სამხრეთ არაბეთის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და სამხრეთ იემენის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა. 1967 წელს ნასერი დამარცხდა ექვსდღიან ომში და იძულებული გახდა იემენიდან ჯარები გაეყვანა. შესაბამისად, FLOSY დარჩა ეგვიპტელი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერის გარეშე. ეგვიპტის მხარდაჭერის დაკარგვით, NLF-ის მოკავშირე გახდა იემენის ფედერალური არმია, რამაც FLOSY-ის დამარცხება განაპირობა. FLOSY და NLF მძიმე დანაკარგებს განიცდიდა ფედერალური არმიის ბაზაზე თავდასხმის დროს 1967 წლის 7 ნოემბერს. ამ მარცხით, FLOSY-ის სამხედრო ძალებმა არსებობა შეწყვიტეს, თუმცა, ზოგიერთი კადრი და ლიდერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩა.[6]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებასქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Kitchen 1994, p. 126.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Kitchen 1994, p. 127.
- ↑ Dean 2004, p. 1211.
- ↑ 4.0 4.1 Kitchen 1994, p. 128.
- ↑ Mawby 2005, p. 173.
- ↑ Kostiner 1984
ლიტერატურა
- Dean, Lucy (2004). The Middle East and North Africa 2004 (2004 ed.). Routledge. ISBN 978-1-85743-184-1.
- Kitchen, Martin (1994). Empire and after: a short history of the British Empire and Commonwealth (1994 ed.). Centre for Distance Education, Simon Fraser University. ISBN 978-0-86491-142-1.
- Kostiner, Joseph (1984). The struggle for South Yemen (1984 ed.). Taylor & Francis. ISBN 978-0-7099-1504-1.
- Mawby, Spencer (2005). British policy in Aden and the protectorates 1955-67: last outpost of a Middle East empire (2005 ed.). Routledge. ISBN 978-0-7146-5459-1.