ოკიჩობის ტბა
ოკიჩობის ტბა (ინგლ. Lake Okeechobee; სახელწოდება წარმოსდგება: oki (წყალი) და chubi (დიდი), ე.ი. „დიდი წყალი“) — მტკნარი ტბა აშშ-ის სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში, ფლორიდის შტატში. აშშ-ში ფართობით მტკნარ ტბებს შორის 7 ადგილზეა.[1] მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 4-5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,900 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,7 მ. არის პატარა კუნძულები, რომელთაგან უდიდესია კრიმერი. მოქცეულია მცირე სიღრმის ქვაბულში, რომელიც ამოვსებულია თიხებითა და კირქვებით. ტბასთან განვითარებულია ტრიპიკული ეკორეგიონი, ე.წ. ევერგლეიდსი, რომლის გარკვეული ნაწილი ამოშრობილია და ათვისებულია სოფლის მეურნეობისთვის. მოჰყავთ შაქრის ლერწამი.
ოკიჩობის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 26°56′ ჩ. გ. 80°48′ დ. გ. / 26.933° ჩ. გ. 80.800° დ. გ. | |
მდებარეობა | აშშ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4-5 მ |
ფართობი | 1900 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2.7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3.7 მ |
დაახლოებით 6,000 წლის წინ ქვაბული დამშრალი იყო. ზღვის დონის აწევას მოჰყვა გრუნტის წლების ამოწევა და შედეგად მოიმატა ნალექიანობამ. 6,000-4,000 წლის წინ წყალ-ჭაობური ტერიტორიები წარმოიქმნა დღევანდელი ქვაბულის დიდ ნაწილში, რომელსაც თან სდევდა ტორფის წარმოქმნა. საზრდოობს მდინარე კისიმის წყლით, რომელიც ტბას დაახლოებით ჩრდილოეთ ნაწილში ჩაერთვის. ტბაში ბინადრობს თევზი. მიმდინარეობს თევზის რეწვა. ძირითადად იჭერენ ქორჭილას, იშვიათად ქარიყლაპიას.
1926 წელს ოკიჩობის ტბის რაიონში დაფიქსირდა უძლიერესი ქარიშხალი, რომელმაც იმსხვერპლა დაახლოებით 300 ადამინის სიცოცხლე. ორი წლის შემდეგ, ოკიჩობის ქარიშხლის დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი. წითელი ჯვრის განცხადებით, სტიქიურ უბედურებას შეეწირა 1836 ადამიანი, თუმცა 2003 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა ხელახლა შეფასდა, რომლის მიხედვით კატასტროფას შეეწირა არა ნაკლებ 2500 ადამიანის სიცოცხლე.[2] ორივე შემთხვევაში კატასტროფა გამოწვეული იყო შტორმული მოქცევების გამო. ტბის ირგვლივ გაშენებულია ჯებირები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოკიჩობის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Muller, Peter O. "Lake Okeechobee." World Book Online Reference Center. 2008. 12 Jan. 2008
- ↑ National Hurricane Center: The Deadliest Atlantic Tropical Cyclones, 1492-1996. Nhc.noaa.gov. ციტირების თარიღი: 2011-11-27.