ოკაჰანდე
ოკაჰანდე — იმავე დასახელების მქონე ოლქის მთავარი ქალაქი ცენტრალურ ნამიბიაში. ქალაქზე გადის სარკინიგზო ხაზი და ორი ავტოსტრადა. 2012 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 27 335 ადამიანს.
ისტორია
რედაქტირებადღევანდელი ქალაქი XVIII საუკუნეში წარმოადგენდა ჰერეროს ტომების მიგრანტთა დასახლებას თავიანთი ბელადით სათავეში, რომლებიც აქ მოვიდნენ ბეჩუანალენდიდან (თანამედროვე ბოტსვანა). მოგვიანებით მათი უმრავლესობა გადავიდა ვინდჰუკში, მეზობელ გროს-ბარმენში და ოჩიმბინგვეში. ამ ხალხის მცირე ნაწილი მოგვაიანებით ისევ დაბრუნდა ოკაჰანდეში. წარმოიშვა უმაღლესი ბელადი და ”წინაპართა ცეცხლის მცველი”. (გერმ. Hüter des Ahnenfeuers). აქ იბადებოდნენ ტომის ბელადები, რომლებიც შევიდნენ კოლონიური გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ისტორიაში — მაგარერო (1820) სამუელ მაგარერო (1856).
ოკაჰანდეში არაერთხელ მომხდარა სისხლიანი მოვლენები. 1850 წლის 23 აგვისტოს იონკერ აფრიკანერი თავს დაესხა ადგილობრივ ტომებს, რომლის შემდეგ მის ხელში გადავიდა ხელისუფლება. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით იონკერმა შექმნა ”იმპერია”. ეს მოვლენა იწოდება, როგორც ოკაჰანდეს ხოცვა-ჟლეტა. (გერმ. lutbad von Okahandja).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-06-05 საიტზე Wayback Machine.