ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია

ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეკეთების დროს ეკლესია ერთიანი დადაბლებული სხმული კამარით გადაუხურავთ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

ეკლესია დარბაზულია (5,4 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. აგური გამოყენებულია განახლებულ ნაწილებში. ერთადერთი ვიწრო შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიულ აფსიდში საკურთხეველი მოგვიანებით აგურის კანკელით გამოუყვიათ. საკურთხევლის ბაქანი საფეხურითაა შემაღლებული. თითო სწორკუთხა სარკმელია საკურთხეველში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დარბაზის კედლებს მთელ პერიმეტრზე დაახლოებით 0,5 მეტრის სიმაღლის საფეხური გასდევს. ეკლესიას სამხრეთით აქვს რიყის ქვით ნაგები მინაშენი. ეკლესიის სახურავი ნაწყობია აგურით.

ლიტერატურა

რედაქტირება