ოთარ ჭყონია

ქართველი ინჟინერი

ოთარ ჭყონია (დ. 1927, ქობულეთი) — ქართველი ინჟინერი, საამქროს უფროსი, პროფკავშირების საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარე, ქარხნის თავმჯდომარე, ქარხნის დირექტორის მოადგილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1946 წელს დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1946 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ოსტატად. იყო საამქროს უფროსი, პროფკავშირების საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარე, ქარხნის თავმჯდომარე, ქარხნის დირექტორის მოადგილე. 1962-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენში“ ტრესტის მმართველის მოადგილედ. 1983-1990 წლებში ტრესტ „საქკურორტმშენის“ მმართველად. 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ „ტურისტმშენს“. მონაწილეობდა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში, ტაშკენტის მიწისძვრის შედეგად დანგრეული ობიექტების აღდგენაში. როგორც ქველმოქმედმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში რესტავრაცია ჩაუტარა ნახევრად დანგრეულ ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ძველ ეკლესიას.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017. გვ. 708

რესურესბი ინტერნეტში

რედაქტირება