ოთარ ჭუმბურიძე (დ. 12 ივნისი, 1938) — ქართველი რეჟისორი და ოპერატორი.

ოთარ ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1938 (1938-06-12) (85 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, ოპერატორი
შვილ(ებ)ი გიორგი ჭუმბურიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

ოთარ ჭუმბურიძე დაიბადა 1938 წლის 12 ივნისს. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1972 წელს და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობით 1992 წელს.

1956 წლიდან მუშაობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (ქდსპფ) ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად. 1970-იან წლებში, როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

1983 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია „მემატიანეში“. ოპერატორი ფილმებისა:

  • „მშვიდად რომ ვიყოთ“ (1983)
  • „ილია ჭავჭავაძის გმირები“ (1983)
  • „სადარაჯოზე“ (ჟ. მიქელაძე, 1985)
  • „ვაზის გადასარჩენად“(1988) და სხვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მარინა კერესელიძე. ქართული კინო 1896-2011. ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2011 წელი, გვ. 218. ISBN: 9789941033704

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება