ოთარ ქინქლაძის ქუჩა
ოთარ ქინქლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას ქუჩიდან პიატიგორსკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ანას ქუჩა. 1923 წლიდან — ალექსანდრე ეგორივის (დატანილია თბილისის 1937 წლის გეგმაზე) შემდეგ პეტრე შირშოვის სახელი ერქვა. ოთარ ქინქლაძის სახელი ეწოდა 1997 წელს.
ოთარ ქინქლაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ახალი კუკია |
წინა სახელები | ანას ქუჩა, ალექსანდრე ეგოროვის ქუჩა, პეტრე შირშოვის ქუჩა. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 180, ISBN 978-99928-20-35-3.