ოთარ დავითის ძე ფირალიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1915, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1984, იქვე) — ქართველი საბჭოთა მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1973), პროფესორი (1975), საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

ოთარ ფირალიშვილი
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1915
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 1984 (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
საქმიანობა მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში. ფერწერული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „ქართველი ქალი ნაბდით“ (1958, მხატვრის კუთვნილება), „აკადემიკოსი კ. კეკელიძის პორტრეტი“ (1958, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კ. კეკელიძის კაბინეტი) „ქალის პორტრეტი“ (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „შემოდგომა ვერეს ხეობაში“ (1982, მხატვრის კუთვნილება).

თხზულებები

რედაქტირება
  • ბობნევის მოხატულობა..., თბ., 1952;
  • თამარ აბკელია, თბ., 1956;
  • ივანე გუგუნავა, თბ., 1964;
  • მოსე თოიძე, თბ., 1953, 1971;
  • რას ნიშნავს „მკაცრი რეალიზმი?“, „საბჭოთა ხელოვნება“, 1974, №12;
  • ყინწვისის მოხატულობა, თბ., 1979;
  • Проблемы „нон-финито“ в Искусстве, Тб., 1982.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება