ოთარ მელქაძე
ოთარ მელქაძე (დ. 8 აპრილი, 1938, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ოთარ მელქაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 აპრილი, 1938 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1968 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე პუბლიკაცია საქართველოს, რუსეთის, ჩეხეთის, უნგრეთის იურიდიულ, გაეროსა და ტასისის ინგლისურ ენოვან ჟურნალებში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 1995 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა „სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი პრობლემები“. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“.