ოთარ ბუხუტის ძე დიხამინჯია (დ. 15 სექტემბერი, 1911, ქუთაისი, — გ. 9 ნოემბერი, 1997, იქვე) — ქართველი ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1986).

1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, იმავდროულად სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლთან არსებულ საგუნდო-სადირიჟორო კურსებზე. ინსტიტუტში სწავლის დროს ხელმძღვანელობდა მომღერალ სტუდენტთა გუნდს, 1948 წლიდან — მარტვილის რაიონში მოქმედ სხვადასხვა გუნდს.

დიხამინჯია სიმღერების („მერცხალი", „მდინარე", „ბულბული", „სულის ყვავილო", „გახსოვს, მერი", „თერგი რბის") ტექსტების ავტორიცაა, შემსრულებლები იყვნენ დები იშხნელები, სხვა მხატვრული კოლექტივები. აღადგინა და დაამუშავა მრავალი ხალხური სიმღერა.

ლიტერატურა

რედაქტირება