ოთარ შუქრის ძე დიოგიძე (დ. 13 აპრილი, 1954, ბათუმი) — ქართველი ქიმიკოსი. ტექნიკის მეცნიერების დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი (1977). მუშაობდა სოფ. ურავის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სამთო-ქიმიურ ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად (1977-1986), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგად (1986-1996). 1996-2005 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, 2004 წლიდან — ამავე აკადემიის პროფესორი. მისი შრომები შეეხება ზესუფთა დარიშხანისა და მისი ნაერთების მიღების ტექნოლოგიას.

ლიტერატურა

რედაქტირება