ოთარ დავითაშვილი
ოთარ დავითაშვილი (დ. 4 ივნისი, 1950, ყაზბეგი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1974–1980 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1980–1995 წლებში ამავე ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი. 1997 წლიდან აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 18 გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, 9 – ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საშუალო ლატენტობის სმენის გამოწვეული პეტენციელები.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 87