ოთარ დადეშქელიანი
ოთარ მიხეილის ძე დადეშქელიანი (დ. 21 აგვისტო, 1923, ნოვოჩერკასკი) — რუსეთში მოღვაწე ბალეტმაისტერი, რეჟისორი, წარმოშობით ქართველი. რუსეთისა (1961) და ბელორუსიის (1977) სახალხო არტისტი.
II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1957 წლებში იყო გორკის, 1958-1964 წლებში — ჩელიაბინსკის, 1965 წლიდან — მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1971 წლიდან — ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი; 1975 წლიდან — გორკის თეატრის მთავარი რეჟისორი; დადგა ი. ლაპუტინის „მასკარადი“ (1956), ე. გლებოვის „გულის სწორი“ (1970), ფ. იარულინის „შურალე“ (1959), გ. მუშელის „ბედნიერების ყვავილი“ (1959), ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი“ (1964) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხეიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 248.