ოთარ ბრეგაძე
ოთარ ბრეგაძე (დ. 25 აპრილი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.
1989–1991 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. 1991–1994 წლებში — თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 18 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემა: „ქვედა პროგნათიის ქირურგიული მკურნალობის ზოგიერთი მეთოდის შედარებითი შეფასება“.
არის საქართველოს ყბა–სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაციის (1991 წლიდან), საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (1997 წლიდან) და ყბა–სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (1997 წლიდან) წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ.46, თბ., 2000.