ოვერეისელი

(გადამისამართდა გვერდიდან ოვერეისელის პროვინცია)

ოვერეისელი (ნიდერლ. Overijssel) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ოვერეისელი „მდინარე ისელის გასწვრივ მდებარე მიწებს“ ნიშნავს. დედაქალაქია ზვოლე, უდიდესი ქალაქი კი ენსხედე. 2006 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 113 529 ადამიანს შეადგენს.

პროვინცია
ოვერეისელი
Overijssel
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი ზვოლე
შიდა დაყოფა ალმელო, Borne, Dalfsen, დევენტერი, Dinkelland, ენსხედე, Haaksbergen, Hardenberg, Hellendoorn, ჰენგელო, Hof van Twente, Kampen, Losser, Oldenzaal, Olst-Wijhe, Ommen, Raalte, Rijssen-Holten, Staphorst, Steenwijkerland, Tubbergen, Twenterand, Wierden, Zwartewaterland, ზვოლე, Bathmen, Rijssen, Olst, Denekamp, Vriezenveen, Ootmarsum, Weerselo, Ambt Delden, Stad Delden, Diepenheim, Goor, Markelo, Holten, Den Ham, Nieuwleusen, Genemuiden, Hasselt, Zwartsluis, IJsselmuiden, Avereest, Gramsbergen, Wijhe, Heino, Brederwiede, IJsselham და Steenwijk
კოორდინატები 52°30′00″ ჩ. გ. 6°30′00″ ა. გ. / 52.50000° ჩ. გ. 6.50000° ა. გ. / 52.50000; 6.50000
მმართველი Andries Heidema
ფართობი 3 327 კმ²
მოსახლეობა 1 113 529 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 330 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი E
ოფიციალური საიტი overijssel.nl

გეოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინციის რელიეფი ძირითადად ქვიშიანია. მიედინება რამდენიმე პატარა მდინარე, მათ შორის რეგე და დინკელი. ჩრდილოეთ ნაწილი ერთ დროს ტორფნარით ყოფილა დაფარული, რომელიც მშრალ და უფრო ნაყოფიერ სამხრეთს დრენთესგან გამოყოფდა. ამჟამად მისი, როგორც საწვავის ფართო ექსპლუატაცია ხდება. უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში დომინირებს ტბების სისტემა.

პროვინციის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 89 მეტრზე მდებარეობს.

თავის ისტორიის საწყისებზე, ოვერეისელი ოვერსტიხტის სახელით იყო ცნობილი და თანამედროვე დრენთეს დიდ ნაწილსაც მოიცავდა. 1336 წელს ის გელდერნის საჰერცოგოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა 1347 წელს უტრეხტის საეპისკოპოსოს გადაეცა. 1528 წელს საეპისკოპოსომ ის იმპერატორ კარლოს V-ს გადასცა. სწორედ ამ დროს ეწოდა პროვინციას თანამედროვე სახელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება