ოვანეს დანიელიანი

ოვანეს დანელიანი (სომხ. Հովհաննես Դանիելյան; დ. 11 აპრილი, 1987, სომხეთის სსრ) — სომეხი მოყვარული მოკრივე. ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2008, 2010) და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

ოვანეს დანიელიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1987(1987-04-11) (37 წლის)
დაბ. ადგილი სომხეთის სსრ
ქვეყანა სომხეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

ოვანეს დანელიანი დაიბადა 1987 წლის 11 აპრილს, სომხეთის სსრ-ის (ამჟამად სომხეთი) დედაქალაქ ერევანში. 2004 წელს იუნიორთა შორის ჯეჯუში გამართულ მოყვარულ მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე.[1] 2006 წელს ევროპის მოყვარულ მოკრივეთა ჩემპიონატზე რომელიც პლოდივში გაიმართა, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შესარჩევ შეხვედრაში დანიელიანმა დაამარცხა მოლდოველი ვიაჩესლავ გოიანი, ანგარიშით 28:23. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იყო აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ აბიევი, რომელიც ანგარიშით 33:19 დაამარცხა. ნახევარფინალში დამარცხდა რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით აირაპეტიანთან.[2] მან მოახერხა მსოფლიო 2007 წლის მოყვარულ მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა, რითაც მოახერხა მოახლებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება.[3] 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველ რაუნდში, 2008 წლის 13 აგვისტოს დაამარცხა ტომას ესომბა, ანგარიშით 13:7, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში რომელიც სამ შეხვედრაში, 2008 წლის 16 აგვისტოს მეორე რაუნდში დამარცხდა ბირჟან ჟაკიპოვთან, ანგარიშით 3:9.[4][5] დანიელიანმა მოახერხა მოეპოვებინა ოქროს მედალი ინგლისის ქალაქ ლივერპულში გამართულ 2008 წლის მოყვარულ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე. ფინალში დაამარცხა ჟოზე დე ლა ლინარესი. დანელიანი ედუარდ ამბრაცუმიანთან ერთად გახდა პირველი სომეხი მოკრივე დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში რომელმაც მოახერხა გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი. მეოთხედფინალში დაამარცხა ინგლისელი დარენ ლენგლი, ანგარიშით 7:3. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო უნგრელი ისტვან უნგვარი, რომელიც ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ესპანელი კელვინ დე ლა ვიენე.[6][7] მან აგრეთვე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ნახევარფინალში უკრაინელი დენის შკარუბოსთან მისი დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა, მაგრამ უპირატესობის საფუძველზე გამარჯვება დანიელიანს მიენიჭა. ოვანესი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელვინ მამიშზადეს დაუპირისპირდა, რომელთანაც ანგარიშით 1:8 დამარცხდა.[8] არის სომხეთის ორგზის ჩემპიონი (2010, 2012). 2010 წელს ფინალში დაამარცხა დავიდ ოგანესიანი.[9][10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 13.World Junior Championships - Jeju, South Korea - June 10-20 2004. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  2. 36.European Championships - Plovdiv, Bulgaria - July 14-23 2006. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 14 February 2013.
  3. 14.World Championships - Chicago, USA - October 23 - November 3, 2007. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 14 February 2013.
  4. Hovhannes Danielyan. results.beijing2008.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2008. ციტირების თარიღი: 14 February 2013.
  5. 29.Olympic Games - Beijing, China - August 9-24 2008. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  6. Medallists by weight category. AIBA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2009. ციტირების თარიღი: 16 November 2008.
  7. 37.European Championships - Liverpool, England - November 6-15 2008. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  8. 38.European Championships - Moscow, Russia - June 5-12 2010. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  9. Armenian Nationals Championships - Erevan - January 25-31 2010. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013.
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 15 February 2013.