ედუარდ ამბრაცუმიანი
ედუარდ ამბრაცუმიანი (სომხ. Էդուարդ Համբարձումյան; დ. 23 თებერვალი, 1986) — სომეხი მოკრივე. ის არის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე. კრივში მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. რუსეთის სპორტის საერთაშორისო ოსტატი (2004), სომხეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2008).
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1986 (38 წლის) |
დაბ. ადგილი | სოჭი |
ქვეყანა | რუსეთი და სომხეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედუარდ ამბრაცუმიანი დაიბადა 1986 წლის 23 თებერვალს, რუსეთის სფსრ-ის ქალაქ სოჭში. ამბრაცუმიანმა 2004 წელს ჯეჯუში გამართულ კრივში მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან არგენის მენდესი დაამარცხა. პირველ შეხვედრაში გოხან დოლუაი ანგარიშით 26:14 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრაში დაამარცხა სომეხი ედგარ მანუკიანი. მესამე შეხვედრაში დაამარცხა ყირგიზი აქმატ მადამინოვი. ნახევარფინალში ანგარიშით 31:13 დაამარცხა ყაზახი ერქაბულან ჟუმანბაიევი.[1] 2006 წელს რუსეთის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. პირველ შეხვედრაში ანგარიშით 28:8 დამაჯერებლად დაამარცხა მაგომედ იდრისოვი. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა იგორ ივანოვი. მეოთხდფინალში ანგარიშით 36:18 დაამარცხა ნიკოლაი სტეპანოვი. ნახევარფინალში დაამარცხა შაფიდინ ალახვერდიევი, ანგარიშით 29:20. ფინალში ანგარიშით 35:45 დამარცხდა მაქსიმ იგნატიევთან. [2] ამბრაცუმიანმა სომხეთის სახელით საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა 2007 წელს დაიწყო. მან მიაღწია 2007 წლის კრივის სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა მეოთხედფინალში, რითაც მოიპოვა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. 2008 წლის ზაფხულში ოლიმპიურ თამაშებზე ამბრაცუმიანი პირველ შეხვედრაში მომავალ ჩემპიონ მანუელ ფელიქსთან დამარცხდა. [3] ამბრაცუმიანმა 2008 წელს ლივერპულში გამართულ მოყვარულ კრივის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მისი უნგრელი მეტოქე დიულა კატე ტრავმირებულ იყო, მან ტურნირი ექიმის რჩევით დატოვა და ევროპის ჩემპიონად ედუარდ ამბრაცუმიანი აღიარეს. ამბრაცუმიანი ოვანეს დანიელიანთან ერთად გახდა დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი მოკრივე, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. 1/16 ფინალში ანგარიშით 9:5 დაამარცხა უკრაინელი დენის ლაზარევი. შემდეგ შეხვედრაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა ლატვიელი ეგიდიუს კავალიანუკასი. ამის შემდეგ მისი მეტოქე იყო გერმანელი სლავა კერბერი, რომელიც ანგარიშით 11:4 დაამარცხა. ნახევარფინალში დაამარცხა პოლონელი მარცინ ლეგოვსკი.[4][5] 2009 წელს ამბრაცუმიანმა სპორტული კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 13.World Junior Championships - Jeju, South Korea - June 10-20 2004
- ↑ russia 2006
- ↑ Beijing 2008
- ↑ 37.European Championships - Liverpool, England - November 6-15 2008. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: փետրվարի 15, 2013.
- ↑ Medallists by weight category. AIBA. დაარქივებულია ორიგინალიდან — սեպտեմբերի 20, 2009. ციტირების თარიღი: նոյեմբերի 16, 2008.