ისიდორე ოდიშვილი

ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, მოსამართლე, მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ოდიშვილი, ისიდორე)

ისიდორე ოდიშვილი (დ. 1902[1], სიონი — გ. 1955[1], თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, მოსამართლე, მწერალი. ცნობილია, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელის — გიგლა ბერბიჭაშვილის საქმეზე, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე.

ისიდორე ოდიშვილი

ისიდორე ოდიშვილი 1931 წელს
დაბადების თარიღი 1902
სიონი
გარდაცვალების თარიღი 1955
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დაკრძალულია სიონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა იურისტი, მოსამართლე, მწერალი
ცნობილი ნაშრომები „წიწამურის ტრაგედია“
შვილ(ებ)ი ვახტანგ ოდიშვილი, ვლადიმერ ოდიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ისიდორე ოდიშვილი დაიბადა 1902 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. 1918 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა დუშეთის აჯანყებაში, ალექსი გეგეჭკორის მეთაურობის ქვეშ. აჯანყების ჩახშობისას ტყვედ იქნა აყვანილი. 18 წლის იყო, როდესაც მამა დაუხვრიტეს.

1927-1931 წლებში სწავლობდა „სტალინის სახელობის კომუნისტურ უმაღლეს სასწავლებელში“, ქ. მოსკოვში. ასევე, 1943-1944 წლებში დაამთავრა სრულიად საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი.

მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ი. ოდიშვილი გ.ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, 1942 წელი
 
ილია ჭავჭავაძის მკვლელის განაჩენის წაკითხვისას, 1942 წელი

1939 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი (უზენაესი) სასამართლოს წევრად. 1941 წლიდან მუშაობდა უმაღლესი (უზენაესი) სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ[1]. 1943 წლიდან იყო უმაღლესი (უზენაესი) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1942 წლის 5 იანვარს, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიგლა ბერბიჭაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. 1953 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი -— წიწამურის ტრაგედია[2][3][4], რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დეტალები.

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - http://www.nplg.gov.ge/publishers/fotoebi/index.php?do=view&id=40229
  2. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბობლიოთეკა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას კაბინეტი, „ილიას ფონდი» 2007, ავტ/გორგაძე ილია, მიქაბერიძე მაია, ლომჯარია თინა, ბარნაბიშვილი ნანა - https://elfiles.emis.ge/uploads/10928/Part-I-(1).pdf დაარქივებული 2021-06-11 საიტზე Wayback Machine.
  3. „ვინ მოკლა ილია?“, ახლადმოძიებული საარქივო მასალები, ნაწილი I, გამომცემლობა „მერიდიანი“ — https://www.researchgate.net/publication/343971728_vin_mokla_ilia_akhladmodziebuli_saarkivo_masalebi_natsili_I
  4. თენგიზ სიმაშვილი, ჟურნალი „ცისკარი“ #9, 2012 - http://simashvili.blogspot.com/2012/10/10-2012-1905-1907.html