ობის კუნძულები (ასევე ცნობილი როგორც ომბირა;[1] ინდონ. Kepulauan Obi) 42 კუნძულისგან შემდგარი ჯგუფი ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციაში, ინდონეზიაში, ბურუდან და სერამიდან ჩრდილოეთით და ჰალმაჰერის სამხრეთით. კუნძულთა საერთო ფართობია 3 048.08 კმ². 2020 წლის აღწერით, მოსახლეობა 50 760 ადამიანს შეადგენს.[2]

ობის კუნძულების ტოპოგრაფია

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მოლუკის კუნძულები

კუნძული ობი, ასვე ცნობილი როგორც ობირა, ობის კუნძულების უდიდესი კუნძულია. მას გარს აკრავს მრავალი პატარა კუნძული, მათ შორის კუნძული ბისა (174.42 კმ²), ობილატუს კუნძული (65.30 კმ²), გატა-გატა, ლატუ, ვოკისა და ტომინის კუნძული. ობის კუნძულს დასავლეთით მოლუკის ზღვა ესაზღვრება, სამხრეთით ― სერამის ზღვა, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით კი ― ობის სრუტე. მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი კუნძულებია ბაჩანის კუნძულები ჩრდილოეთით და ამბონი ― სამხრეთით. ობის კუნძულის ტოპოგრაფია ძირითადად გორაკებისგან შედგება და მოკლე სანაპირო ზოლი აქვს. ბორცვებიანი ზედაპირი მრავალი წყაროსა და მდინარის არსებობას განაპირობებს. უდიდესი ტბაა კაპის ტბა, რომელიც კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ისტორიულად კუნძული საგოსა და თევზის სიუხვით გამოირჩევა.[3][4]

XIV საუკუნესი ობის კუნძულები დამოუკიდებელი სამეფო იყო და მნიშვნელობით მოლუკის სხვა სამეფოებს (ჯაილოლო, ბაჩანი, ტიდორე და ტერნატე) არ ჩამოუვარდებოდა. სამეფოს წარმომადგენლები ხშირად ქორწინდებოდნენ ტერნატეს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე.[3] რამდენჯერმე ობი ბაჩანის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.[3][4] ბაჩანის მოსახლეობის კლებამ სავარაუდოდ ობიდან ბაჩანზე მოსახლეობის გადასახლება გამოიწვია, რის შედეგადაც XVII საუკუნეში ობის კუნძულები დაუსახლებელი აღმოჩნდა.[3]

1682 წლის 9 მაისს[5] ბაჩანის სასულთნო ობი, ობილატუ, ტომუმუ, ტაპატი და ბისა ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიას 620 ნიდერლანდურ რეიკსდალდერად მიჰყიდა.[6] კუნძულები ტობელოს შეფების ცენტრი გახდა, რის შემდეგაც ტობელოსა და გალელას ტომების ბევრი წარმომადგენელი გადასახლდა ობის კუნძულებზე.[7] 1876 წელს კუნძულები ნიდერლანდების ოსტინდოეთის საკუთრებად გამოცხადდა.[8]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ობის კუნძულები სამხრეთ ჰალმაჰერის სარეგენტოს შემადგენლობაში შედის. არქიპელაგს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციის დარჩენილი ნაწილი ესაზღვრება, სამხრეთიდან — მალუკუს პროვინცია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ პაპუის პროვინცია. მთავარი კუნძულის ფართობი 2 800 კმ²-ია. კუნძული ობი და მიმდებარე პატარა კუნძულები ხუთ ადმინისტრაციულ რაიონად (kecamatan), რომლებიც 34 ადმინისტრაციულ სოფლად (desa და kelurahan). თავის მხრივ სოფლები კიდევ უფრო პატარა დასახლებებად იყოფა. სამი რაიონი კუნძულ ობიზე მდებარეობს და მიმდებარე პატარა კუნძულებსაც მოიცავს. ობის რაიონი კუნძულ ბისის სამხრეთ ნაწილს მოიცავს. აღმოსავლეთ ობის რაიონი (Obi Timur) კუნძულ ტობალაის მოიცავს, ხოლო სამხრეთ ობის რაიონი (Obi Selata) კუნძულ გომომუს მოიცავს. დარჩენილი ორი რაიონი კუნძულ ობის ნაწილებს არ მოიცავს: ობი-ბარატის რაიონი ობის დასავლეთით მდებარე ობილატუსა და ბელანგბელანგს, ასევე, ტაპატის სამხრეთ ნაწილს მოიცავს, ხოლო ჩრდილოეთ ობის რაიონი (Obi Utara) ობის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ბისის მთავარ ნაწილს და კუნძულ ტაპატის ჩრდილოეთ ნაწილს (Pasir Putih desa).

ეკონომიკა

რედაქტირება

ობის კუნძულებზე სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია მიხაკი, ჯავზი, ქოქოსი და წიწაკა. ვითარდება სამთო-მომპოვეელი საქმე. კუნძულის რესურსებია: ოქრო, ნახშირი, ნიკელი, ცემენტი და ნავთობი. კუნძულის სამთო-მომპოვებელ კომპანიებს შორის არიან: Halmahera Persada Lygend, Halmahera Jaya Feronikel, Megah Surya Pratiwi, Trimegah Bangun Persada, Wanatiara Persada.

  1. Goodall, George (Editor)(1943) Philips' International Atlas London, George Philip and Son map 'East Indies' pp.91-92
  2. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Andaya, Leonard Y. (1993). The World of Maluku: eastern Indonesia in the early modern period (en-US). University of Hawaii Press, გვ. 85. ISBN 978-0-8248-1490-8. 
  4. 4.0 4.1 Gordon, Alijah (Ed ) (2001). The Propagation of Islam in the Indonesian-Malay Archipelago (en). Malaysian Sociological Research Institute, გვ. 255. ISBN 978-983-99866-2-4. 
  5. De Clercq, F. T. A.. Ternate: The Residency and its Sultanate (Bijdragen tot de kennis der Residentie Ternate). ციტირების თარიღი: 2024-04-15
  6. Gordon, Alijah (Ed ) (2001). The Propagation of Islam in the Indonesian-Malay Archipelago (en). Malaysian Sociological Research Institute, გვ. 277. ISBN 978-983-99866-2-4. 
  7. Kleinen, John; Osseweijer, Manon (2010-08-10) Pirates, Ports, and Coasts in Asia: Historical and Contemporary Perspectives (en). Institute of Southeast Asian Studies, გვ. 205. ISBN 978-981-4279-07-9. 
  8. De Clercq, F. T. A.. Ternate: The Residency and its Sultanate (Bijdragen tot de kennis der Residentie Ternate). ციტირების თარიღი: 2024-04-15